April 26, 2024

რუსეთმა შეიძლება პროდუქტის ექსპორტი შეწყვიტოს - რა ელის საქართველოს

“იმ შემთხვევაში თუ რუსეთის მოსახლეობისთვის პროდუქტი საკმარისი არ იქნება, რუსეთის ხელისუფლება მზადაა საქონლის საზღვარგარეთ ექსპორტი შეზღუდოს, ამის შესახებ რუსეთის პრეიერ-მინისტრის პირველმა მოადგილემ ანდრეი ბელოუსოვმა განაცხადა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ამჟამად ამის საჭიროება არაა. მანამდე კი პრეზიდენტმა პუტინმა აღნიშნა, რომ ქვეყნაში საკვები პროდუქტებისა და აუცილებელი საქონლის უწყვეტი მიწოდების მიზნით გათვილი ნაბიჯებია საჭირო. ახალმა პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა პრეზიდენტი პუტინი დაარწმუნა, რომ ქვეყანაში პროდუქტებთან დაკავშირებით პრობლემები არ არსებობს, თუმცა რუსეთის მოსხლეობა კორონავირუსის გავრცელების შიშით, ბევრ პროდუქტს ყიდულობენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რუსეთმა შეიძლება პროდუქტის ექსპორტი შეწყვიტოს - რა ელის საქართველოს.

 

 

“კორონავირუსის პანდემიის გამო, რუსეთში ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, ზოგიერთ სამედიცინო პროდუქტზე და აუცილებელ საქონელზე მოთხოვნა გაიზარდა, მარტის დასაწყისში კი რუსეთის ხელისუფლებამ ამის გამო სამედიცინო ნიღბების, სადეზინფექციო საშუალებების, ქირურგიული ხელთათმანების ექსპორტი დროებით აკრძალა. ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე ამბობს, რომ თუ რუსეთი ექსპორტს დროებით შეწყვეტს, ეს საქართველოსთვის ცალსახად ცუდია. “რაც შეეხება პროდუქტების მარაგს, ეს ხელისუფლებამ უნდა დათვალოს. რუსეთის ცალკე საკითხის განხილვა არ შეიძლება, ჩვენთან უამრავი საქონელი შემოდის, ქვეყანა სხვა ქვეყნებზეა ჩამოკიდებული - რუსეთზე, თურქეთზე, ირანზე და ჩინეთზე ერთნირად ვართ ჩამოკიდებული, ამ შემთხვევში რუსეთში საკმაოდ ბევრი ექსპორტი გადის და საკმაოდ ბევრი რამ შემოდის, თუ დიხურება ცალსახად რა თქმა უნდა ცუდია”, - განაცხადა გიორხელიძემ. ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ თუ რუსეთმა ექსპორტი აკრძალა, ამით საქართველო არ დაზარალდება, რადგან ჩვენ ცალსახად რუსეთზე არ ვართ დამოკიდებულები”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

 

“ზუსტად ვერ გეტყვით, რადგან ზუსტი მონაცემები არ მაქვს, მაგრამ გამომდინრე იქიდან, რომ ჩვენ საკმაოდ მცირე ბაზარი გვქვს და რუსეთი ჩვენთვის უალტერნატივო მომწოდებელი არაა, შეგვიძლია ალტერნატიული გზა აზერბაიჯანიდან, ცენტრლური აზიიდან, ასევე თურქეთიდან განვიხილოთ, ასე, რომ ამას ამ ვითარებაში ასე დრამატულად არ აღვიქვამ. რუსეთისთვის ჩვენ 001% ვრთ, ჩვენ მოგვაწვდიან თუ არა, ამას რუსული ბაზარი ვერც იგრძნობს, იყო ჩვენს ცხოვრებაში პერიოდი, როდესაც რუსეთიდან ყველაფერი საერთოდ ჩაკეტილი იყო, მაგრამ დეფიციტი პრაქტიკულად არაფერზე არ შექმნილა, აქედან გამომდინარე, ჩვენ ცალსახად რუსეთზე არ ვართ დამოკიდებული და ალტერნატიული ბაზრები გვაქვს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

წაკითხვა 582 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 19 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.