May 2, 2024

ვისთვის გაუქმდება საშემოსავლო გადასახადი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ის საკითხები წარადგინა, რომლებზეც მომდევნო პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ. 

კანონმდებლები დღეს განიხილავენ იმ მოქალაქეების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას, რომელთა შემოსავალი 750 ლარზე ნაკლებია.

 

„მნიშვნელოვანია ცვლილებები საგასახადო კოდექსში. ამ საკითხზე ბატონი ირაკლი კოვზანაძე მუშაობდა. ესაა ანტიკრიზისული პაკეტი და მასში მთელი რიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ღონისძიებებია, რომლებიც ანტიკრიზისული რეაგირების ფარგლებში, ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ შევიმუშავეთ. მათ შორისაა ისეთი მნიშვნლოვანი საკითხი, როგორიცაა 750 ლარამდე შემოსავლის მქონე ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლება საშემოსავლო გადასახადისგან. ასეთი ტიპის შეღავათი კიდევ არაერთია და მე გთხოვთ, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში, მაგრამ დეტალურად განვიხილოთ და დროულად მივიღოთ ეს ცვლილებები“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

წაკითხვა 852 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 13 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.