April 26, 2024

სავალუტო ჯიხურები 8 ივნისიდან გაიხსნება

ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციის ინფორმაციით, სავალუტო ჯიხურები 8 ივნისიდან გაიხსნება. 

ასოციაციის ხელმძღვანელი ვახტანგ გრიგალაშვილი ამბობს, რომ სექტორზე გავრცელდება ის წესები, რომელიც ზოგადად საფინანსო სექტორთან მიმართებაში მოქმედებს. მისივე თქმით, მთავრობა სექტორის დახმარებას არ გეგმავს. 

 

"აკრძალვის პირველივე დღიდან გაგვინულდა შემოსავლები, ხოლო ხარჯები შემცირდა მხოლოდ 50%-ით, ანუ ყოველი გაჩერებული დღე სექტორს სერიოზულ ფინანსურ ტვირთად აწვება. მთავრობა ყოველთვის ამბობდა, რომ პრიოროტეტია წვრილი და საშულო ბიზნესი, თუმცა რეალობამ სულ სხვა რამ დაგვანახა. აღმოჩნდა, რომ დაბალბიუჯეტური კომპანიები გაგვაჩერეს, მაღალბიუჯეტურებს კი მუშაობის ნება დართეს და ეს მაშინ, როცა ჩვენ ყველაზე დაბალი რისკის ვართ, რადგან არ გვაქვს მომხმარებელთან უშუალო კონტაქტი. ჩვენ გაგვაჩერეს და მაღალ ბიუჯეტურმა ფინანსურმა ორგანიზაციებმა, მისოებმა და ბანკებმა გადაინაწილეს ბაზარი. ეს უსამართლობაა. არგურმენტირებული პასუხი იმაზე, თუ  რატომ არ იხსნებოდა აქამდე სექტორი, არავის არ აქვს. რაც შეეხება, დახმარებას, ამაზე არავინ არაფერს გვეუბნება," -  ამბობს გრიგალაშვილი.

 

მისივე თქმით, საქართველოში 800-მდე სავალუტო ჯიხური მოქმედებს და ყოველდღიურად მილიონამდე მომხარებელს ემსახურება. სექტორი 4000 მდე ადამიანს ასაქმებს.

 

სავალუტო ჯიხურების მომსახურება 31 მარტიდან შეწყდა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით.

წაკითხვა 574 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.