April 26, 2024

ავტომობილები გაიაფდა

კორონავირუსის პანდემიამ გაყიდვების მოცულობა ავტომობილების ბაზარზეც შეამცირა. 

რუსთავის ავტომობილების ბაზრობა რამდენიმე დღეა რაც ისევ ამუშავდა. 

 

რუსთავის ავტობაზრობის „აუტოპაპას“ ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ რუსთავის ავტობაზრობაზე დღეს 3 000-ზე მეტი ავტომობილი ელოდება მყიდველს და მათი ფასი საშუალოდ 10%-ით გაიაფებულია.

 

„ბაზრობაზე მანქანის პარკირების ტარიფი შაბათ-კვირაობით ადრე 25 ლარი იყო, ხოლო ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით კი 2 ლარი. ქვეყანაში საგანგებო მდგონარეობის გამოცხადების შემდეგ კი დღეში 1 ლარი გავხადეთ, ეს ლოიალური ტარიფი 1 ივნისამდე გვქონდა. ახლა პარკირების მომსახურება ჩვენთან 3 ლარია, ტარიფს ეტაპოვრივად გავზრდით და მხოლოდ სექტემბერში დავუბრუნდებით ძველ ფასს,“ - განაცხადეს ადმინისტრაციაში.

 

ავტოიმპორტიორი გიორგი გელაზონია ამბობს, რომ ამჟამად მოთხოვნა ბიუჯეტურ, ანუ ეკონომიურ მანქანებზე შენარჩუნდა. ძვირადღირებულ და ძლიერი ძრავის მქონე ავტომობილებზე მოთხოვნა საერთოდ გაქრა. 

 

"ზოგადად მოთხოვნა შემცირდა დაახლეობით 50-60%-ით, მაგრამ ვინც მანქანას ყიდულობს, არჩევანს ეკონომიურ მანქანებზე აკეთებს. ადრე თუ  საქართველოში "ჯიპომანია" იყო, ახლა პატარა, ეკონომიურ, დაბალი წვის ძრავის მქონე მანქანებზეა მოთხოვნა. ზოგადად მანქანები მოთხოვნის კლების პარალელურად 10-15%-ით გავაიაფეთ, რომ მყიდველი მოვიზიდოთ, თუმცა ბაზარზე რამე განსაკუთრებული აქტივობა ჯერ კიდევ არ არის," - აცხადებს ავტოიმპორტიორი. 

 

კორონავირუსის უარყოფითი გავლენა იზრდება ევროკავშირის საავტომობილო ბაზარზეც. მაისში ევროკავშირში მხოლოდ 581 161 ახალი ავტომობილი გაიყიდა, რაც ევროპელ ავტომწარმოებელთა ასოციაციის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 52,3%-ით ნაკლებია. ყველაზე მეტად ავტომობილების გაყიდვა ესპანეთში (-72,7%), საფრანგეთში (-50,3%), იტალიასა (-49,6%) და გერმანიაში (-49,5%) შემცირდა.

 

2020 წლის პირველი ხუთი თვის მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემებს 41,5%-ით ჩამორჩება.

წაკითხვა 600 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 21 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.