ბოლო სამ თვეში საწვავი 80 თეთრით გაიაფდა
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, ბოლო თვეებში საწვავის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა.
მათი მონეცემებით, საქართველოს საწვავის საცალო ქსელს, ბოლო 3 თვის განმავლობაში, საწვავის ფასი ეტაპობრივად საშუალოდ 70-80 თეთრით შემცირდა ლიტრაზე და დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები საქართველოს საცალო ქსელში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: რეგულარი ტიპის ბენზინი - 1,74-1,89 ლარი/ლიტრაზე, პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,85-1,99 ლარი/ლიტრაზე, ევრო დიზელის საწვავი - 1,86-1,99 ლარი/ლიტრაზე, დიზელის საწვავი - 1,79-1,92 ლარი/ლიტრაზე.
ბიზნესგაერთიანება განმარტავს, რომ მიმდინარე წელს COVID-19-ის პანდემიამ მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა ნავთობის ფასთან დაკავშირებით. კერძოდ, თუ მარტის თვის დასაწყისში ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe სანავთობო ბირჟაზე ნავთობის ფასი შეადგენდა 51,9 დოლარს/ბარელზე, პანდემიის გააქტიურების დაწყებისთანავე მან კლება დაიწყო და მარტის თვის ბოლოს შეადგენდა უკვე 22,74 დოლარს/ბარელზე. მაისის თვის შუა რიცხვებამდე ნავთობის ფასი დაბალ ნიშნულზე იდგა და უკვე ამის შემდეგ იწყებს მატებას.
კავშირის განმარტებით, დღეისათვის (19.06.2020წ.) ნავთობის ფასი შეადგენს 41.51 დოლარს/ბარელზე. ბოლო პერიოდში ნავთობის ფასის მატება უკავშირდება მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის პროცესის დაწყებას, როდესაც ხდება ქვეყნების მიერ საყოველთაო კარანტინის მოხსნა, სხვადასხვა ეკონომიკური დარგების გახსნა, რაც თავისთავად იწვევს ნავთობზე მოთხოვნილების მატებას.
"ასევე მნიშვნელოვანი იყო გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა 16 ივნისს გამართულ „ოპეკი +“-ის მინისტრთა საკომიტეტო სხდომაზე, რომლის თანახმადაც ნავთობის მოპოვების შემცირების უპრეცედენტო შეთანხმება კიდევ 1 თვით გაგრძელდა (9,7 მლნ ბარელი/დღე-ღამეში). ბოლო პერიოდში ნავთობზე ფასების ზრდამ, თავის მხრივ გამოიწვია S&P Global Platt’s-ის მიხედვით ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ფასების მნიშვნელოვანი მატება, რის შედეგადაც არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე დაფიქსირდა ფასების ზრდა საშუალოდ 5-10 თეთრი/ლიტრაზე," - განმარტავს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი.
სიახლეები
- მაკარონი მდნარი ყველით
- " როგორ შეიძლება მოწოდებები გააკეთო დაპირისპირებაზე? „ოცნება“ ხომ არ ხარ? - ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის უპასუხისმგებლო განცხადებებისგან "-ბექა ლილუაშვილი გიორგი ვაშაძის განცხადებაზე
- 3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული, საიდანაც ყველაზე ბევრი - 66 ადამიანი, უკრაინის მოქალაქეა - ამავე პერიოდში საქართველოდან სხვა ქვეყნის 59 მოქალაქე გააძევეს
- " ევროპარლამენტში საქართველოსათვის სანქციების მოთხოვნის მხარდამჭერთა ბირთვს ლიეტუველი დეპუტატები წარმოადგენენ, კუბილიუსის - გორბაჩოვის მხარდამჭერისა და მეხოტბის მეთაურობით" - გია ვოლსკი
- "მამული, ენა და სარწმუნოება - ეს არის სამი მთავარი საყრდენი, რომელიც ქმნის საქართველოს ეროვნულ იდენტობას" - ირაკლი კობახიძე