მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია მცხეთა-მთიანეთში

23 ოქტომბერს, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის (CIESR) ორგანიზებით გაიმართა მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია მცხეთის მუნიციპალიტეტში.

ახალგაზრდებმა ჩაატარეს საბიუჯეტო და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მონიტორინგი მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში, შეაფასეს საბიუჯეტო პროცესები, აგრეთვე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ეფექტიანობა და მოამზადეს რეკომენდაციები.

 

123566719 926612241196109 8825032875586074824 n

 

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, აგრეთვე ახალგაზრდებმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან. მათ შეაფასეს ახალგაზრდების თანამონაწილეობა ადგილობრივი პოლიტიკის ფორმირების პროცესში.

 

შეხვედრა ჩატარდა უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, კერძოდ უზრუნველყოფილი იყო დისტანციის დაცვა, თერმოსკრინინგი და პირბადის ტარება მთელი ღონისძიების განმავლობაში.

 

ღონისძიება ჩატარდა პროექტის ფარგლებში - ვიშეგრადის ოთხი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობისთვის - გაიმართა, რომელიც  ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

 

123603453 1035727600206288 7661339495279073640 n

წაკითხვა 604 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.