„ქვეყნის პოპულარიზაცია საქართველოსგან უნდა ვისწავლოთ“- ბულგარელი მოგზაური ჟურნალისტი

პოპულარულმა  ბულგარულმა ტელეკომპანიამ „Bulgaria ON AIR“ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვრცელი 11 წუთიანი რეპორტაჟი მოამზადა. გადაცემაში საქართველოს შესახებ ისაუბრა მოგზაურმა ჟურნალისტმა ვლადინა ცეკოვამ. მისი თქმით ბულგარეთმა საქართველოსგან ბევრი რამ უნდა ისწავლოს.

 

„ქართველები ძალიან კარგ რეკლამას უკეთებენ თავიანთ ქვეყანას და ჩვენ  მათგან უნდა ავიღოთ მაგალითი. საქართველო ჩვენზე პატარა ქვეყანაა, სადაც შერწყმულია ისტორია, წესები და ტრადიციები, მე გაოცებული დავრჩი, რადგან საქართველო საკმაოდ თანამედროვე სახელმწიფოა,“-აცხადებს ვლადინა ცეკოვა.  

 

ბულგარეთში საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით  ბულგარელმა ჟურნალისტებმა საქართველოში 1 თვის წინ იმოგზაურეს. პრეს-ტური საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და ბულგარეთში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით გაიმართა. ბულგარეთის მაღალ რეიტინგულმა ტელეკომპანიებმა და გამოცემებმა საქართველოს შესახებ სიუჟეტები და სტატიები მოამზადეს.

წაკითხვა 409 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 20 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.