April 27, 2024

Madrid Fusion-ი - საქართველოთი განცვიფრებული დარჩებით

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტროკონგრესი Madrid Fusión-ი საქართველოს შესახებ „ფეისბუქზე“ მორიგ პოსტებს აქვეყნებს.

„მზად ხართ, საქართველოში კულინარიული ტური მოიწყოთ? წელს Madrid Fusión-ი სტუმარ ქვეყანას, საქართველოს და მის სამზარეულოს შეისწავლის. საქართველოთი განცვიფრებული დარჩებით“.

„Madrid Fusión-ის მეორე ფეისბუქპოსტი მადრიდში მდებარე ქართულ რესტორანს, „ნუნუკას“ ეძღვნება. Madrid Fusión 2024-ზე 29-31 იანვარს საქართველო სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს. Madrid Fusión-ზე ქართულ სამზარეულოს ქართველი შეფმზარეული დავით ნარიმანაშვილი და რესტორანი „ნუნუკა“ წარადგენენ“, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

წაკითხვა 145 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.