April 26, 2024

რა რეგულაციები დაწესდა უცხოელი ტურისტებისთვის

უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, ტურისტების მიღება მოხდება საერთაშორისო რეკომენდაციებისა და იმ რეკომენდაციების საფუძველზე, რასაც საკოორდინაციო საბჭო შეიმუშავებს, - ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გააკეთა.

მისი თქმით ქვეყნაში შემოსვლის, გადაადგილებისა და მოძრაობის შესახებ კონკრეტული პირობები დაწესდება. 

 

„იქნება პირობები მათი ქვეყნაში შემოსვლის, გადაადგილებისა და მოძრაობის შესახებ. ჩვენ მაქსიმალურად ისეთ პირობებს დავაწესებთ. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს ძალიან მკაცრიც, რომ ადამიანს არ მოუნდეს შენთან ჩამოსვლა, მაგრამ უნდა იყოს ადვილად შესრულებადი და უნდა შეუწყო ხელი, რადგან იგივე ჩვენი მოქალაქეებიც უნდა გავიდნენ ზაფხულში სხვაგან და შესაბამისად ეს იქნება ურთიერთშეთანხმებების საფუძველზე.

 

პირველი იქნება მწვანე ქვეყნები, ალბათ შემოვა და შემოდის ასეთი ე.წ. კოვიდის პასპორტის მსგავსი, რომ ბოლო 72 საათში უნდა იყო გამოკვლეული და უნდა გქონდეს უარყოფითი რეაქცია PCR-ით, შემდეგ კიდევ ე.წ. მიდევნების აპლიკაციები არსებობს და ბევრი მექანიზმებია ამის, რომელის წარმატებით გამოყენებას უკვე იწყებს მაგალითად, ზოგიერთი პოპულარული ტურისტული ქვეყნები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წაკითხვა 897 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 22 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.