April 26, 2024

საბერძნეთმა საქართველოს საზღვარი გაუხსნა - რა პროცედურებია საჭირო გასამგზავრებლად

საბერძნეთმა საქართველოს საზღვრები გაუხსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას Schengenvisa.info ავრცელებს.

 

საქართველოს გარდა სიაში მოხვდა ის 13 ქვეყანაც, რომელთაცრეკომენდაცია ევროკავშირის საბჭომ გაუწია, ესენია: ალჟირი, ავსტრალია, კანადა, იაპონია, მონტენეგრო, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი, ურუგვაი და ჩინეთი.

 

შეგახსენებთ, რომ 30 ივნისს ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე პირველი ივლისიდან შესვლა შეუძლიათ. ამ სიაში საქართველოც მოხვდა.

 

საბერძნეთში გამგზავრების მსურველებს ინტერნეტით სპეციალური ანკეტის შევსება მოუწევთ.

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, სპეციალურ ანკეტაში აუცილებელი იქნება მგზავრის ადგილმდებარეობის მითითება, ასევე იმ ქვეყნების ჩამოთვალა, სადაც ის ბოლო პერიოდში იმყოფებოდა. ანკეტაში ასევე, აუცილებელია იმ მისამართის მითითება, სადაც მგზავრები საბერძნეთში დასვენების დროს დარჩებიან.

 

აღსანიშნავია, რომ ანკეტა გამგზავრებამდე 48 საათით ადრე უნდა იყოს შევსებული.

 

დამატებითი ინფორმაციის მიღება საბერძნეთში გამგზავრების მსურველებს შემდეგ მისამართზე შეუძლიათ –https://travel.gov.gr.

წაკითხვა 681 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.