"ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ არჩეულ დეპუტატს მანდატზე უარი არ უთქვამს"
„ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ არჩეულ დეპუტატს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მანდატზე უარი არ უთქვამს, მათ უმაღლესი საარჩევნო კომისიისთვის არ მიუმართავთ, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, უმაღლეს საბჭოში ოპოზიციიდან მხოლოდ ერთმა პარტიამ მოახერხა ბარიერის გადალახვა და შევა თუ არა უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობა“, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს.
„უმაღლეს საბჭოში მმართველი პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობით არის წარმოდგენილი და სამართლებრივად იმუშავებს, ხვალ უმაღლესი საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმების ბოლო ვადაა და „ნაციონალურ მოძრაობის“ არც ერთ წევრს მანდატის დატოვებაზე არ მიუმართავს. არ ვიცი, დემოკარტიის განვითარებაში აჭარის „ნაცმოძრაობა“ რა როლს ითამაშებს, ჩვენ მაინც მოვუწოდებთ ყველას, რომ ის მანდატები გამოიყენონ, რაც მათ ხალხმა მიანიჭა, პოლიტიკაშიც და ცხოვრებაშიც წაგებასაც და მოგებასაც ღირსეულად უნდა შეხვდე“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
