June 15, 2024

"უბრალოდ აიღო, დაგვყარა და მიგვატოვა" - წულუკიანი

ლიდერმა უბრალოდ აიღო, ჩვენ დაგვყარა და მიგვატოვა - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გიორგი გახარიას გადაწყვეტილების შესახებ საუბრისას განაცხადა. 

 

მისივე თქმით, გუნდის შიგნით გახარია ყოველთვის აცხადებდა, რომ ნიკა მელიასთან მიმართ აღმასრულებელ ხელისუფლებას კანონი უნდა დაეცვა, თუმცა შემდეგ პოზიცია შეცვალა, რითაც ყველა გააოცა.

 

"უცბად მან მიიღო გადაწყვეტილება, შეცვალა ჩვენება, ასე რომ ვთქვათ, და გაგვაოცა ყველა. როგორც ჩანს, გაოცება მხოლოდ ჩვენი არ იყო და ბიძინა ივანიშვილი მის ამგვარ გასაოცარ საქციელს ღალატის ტოლფას ქმედებად აფასებს და რა ჰქვია ამ საქციელს თუ არა სწორედ ღალატი, იმედგაცრუება. ძალიან სალაპარაკო ენაზე რომ ვთქვა, მეც დამრჩა განცდა, რომ ლიდერმა უბრალოდ აიღო, ჩვენ დაგვყარა და მიგვატოვა მაშინ, როცა კანონი იყო დასაცავი" - თქვა წულუკიანმა. 

წაკითხვა 369 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.