რატომ გამოიყენა შსს-მ 20 ივნისის ღამეს რაკეტისებრი ტყვიები გამიზნულად - გახარიას სკანდალური აღიარება
20-21 ივნისის სისხლიანი ღამე და გახარიას სკანდალური აღიარება – შს მინისტრი ექსპერტებს დახურულ შეხვედრაზე შეხვდა, სადაც თქვა, რომ ე.წ. რაკეტისებრი ტყვიები გამიზნულად გამოიყენეს, რადგან სამართალდამცველების არსენალში უკვე არსებულ და კარგად აპრობირებულ რეზინის ტყვიებს საკმარისი შედეგი არ ექნებოდა.
„აქ იმოქმედა, გარკვეულწილად, ალბათ, პანკისის მოვლენებმა, აქციამ, როცა, ფაქტობრივად, ზეგავლენა ვერ მოახდინა იმ პატარა რეზინის ტყვიებმა, ეს მისი მოსაზრება იყო, ღიად ისაუბრა. ეს არის ისეთი მოსაზრებები, როცა მომხდარი ფაქტის შემდეგ თვითონაც აანალიზებს,“ – განაცხადა ექსპერტმა სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან გამყრელიძემ.
ანალიტიკოსების თქმითვე, გიორგი გახარიამ მათ განუცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს, თუმცა ამბობს, რომ 20 ივნისს ბრძანება მან გასცა და მომხდარი მისი პასუხისმგებლობაა. ექსპერტების განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა მათ უთხრა, რომ აქციის დაშლის დროს ადგილი ჰქონდა ცალკეულ გადაცდომებს.
„მან თქვა, რომ ის არ აპირებს წასვლას, რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, თქვა, რომ ბოლომდე, მთლიანად არის ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი, მე ვარ მთელი ამ პროცესის თავი და თავი და ბრძანებაც ჩემი გაცემულია. თვითონაც გაუსვა ხაზი იმას, რომ გადაცდენა, რამდენიმე შემთხვევა იყო, ერთი ეპიზოდიც კი მოყვა, რომ 50 მეტრიდან სადღაც სკვერში მდგარ ადამიანებს ესროდაო ერთ-რთიო, ეს მისი სიტყვებია. მან თქვა, რომ ყველაფერი უნდა გაირკვეს, ვინ, რა ჩაიდინაო და აქედან გამომდინარე, შემდეგ დასკვნების გაკეთება შეგვიძლიაო. მაგრამ, რასაკვირველია, ის ხაზს უსვამდა მხარეების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ქმედებებს, რომელიც იქ მოხდა,“ – განაცხადა სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელმა, მამუკა არეშიძემ.
სიახლეები
- დაუპირისპირდება თუ არა სალომე ზურაბიშვილი კახა კალაძეს თბილისის მერის არჩევნებში?!
- ქუთაისში საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი" საზეიმოდ დაიხურა
- “არჩევნების დღეს ხელისუფლება ვერ ილაპარაკებს გადატრიალებაზე - ეს დღე ერთადერთია, როდესაც ძალაუფლება ჰაერშია და ის უბრუნდება ხალხს”
- გსურს, რომ შენმა შვილმა გააუმჯობესოს ინგლისური და ამავდროულად დაუვიწყარი ზაფხული გაატაროს? - American Camp ბაკურიანში
- "რაც უფრო მკაცრი იქნება ევროპის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, მით უფრო მტკივნეული იქნება ეს ევროპის ეკონომიკისთვის"