"თუ 6 წელში რუსეთთან ურთიერთობას არავინ შეცვლის, მივხვდები, რომ ეს ჩემი მისიაა"- თინა კანდელაკი

ჟურნალისტმა თინა კანდელაკმა, რომელიც წლებია რუსეთში ცხოვრობს და კრემლის პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერია, Sputnik-თან საუბარში განაცხადა, რომ თუ უახლოეს 6 წელიწადში საქართველოს საგარეო კურსი რუსეთის მიმართულებით არ შეიცვლება ის ქართულ პოლიტიკაში მოსვლას განიხილავს, თუმცა ახლა ამისთვის მზად არ არის.

 

"ჩემი საქართველოში დაბრუნება შესაძლოა დაკავშირებული იყოს პოლიტიკურ საქმიანობასთან. რუსეთში ბევრი პროექტები მაქვს, რომლებიც უნდა დასრულდეს. სულ მალე 44 წლის გავხდები, ჰიპოთეტურად 50 წლის ასაკში ამაზე ფიქრი შეიძლება. რა შემთვევაში? თუ გავიგებ, რომ ამ 6 წლის განმავლობაში ვერავინ შეძლო ურთიერთობის შეცვლა, მაშინ მე მზად ვიქნები მსხვერპლად გავწირო ბევრი - ჩემი პირადი ცხოვრება, კომფორტი, თუ ჩემსავით ამბიციური, შესანიშნავი ხალხი მოვა, როლებსაც გამარჯვება სურთ."

 

პოლიტიკაში მოსვლით მისი მთავარი მიზნის მიღწევა რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორად ქცევა იქნება:

 

"თუ 50 წლის ასაკში ვიტყვი, 'ჩემ გარდა არავინ' და ყველა მხრიდან იტყვიან 'თინა, მხოლოდ შენ' - ალბათ მივხვდები, რომ ეს ჩემი ცხოვრებისეული მისიაა".

 

კანდელაკს ჰკითხეს რას იზამდა იმ შემთვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტობას შესთავაზებდნენ, რაზეც უპასუხა, რომ ის ამ შემოთავაზებას არ დათანხმდებოდა, თუმცა "როდესაც დონალდ ტრამპივით მდიდარი ვიქნები, თქვენ შეიტყობთ ამის შესახებ, შემდეგ ვისაუბროთ."

 

კანდელაკმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე საუბრისას თქვა, რომ საჭიროა ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, ათასობით სტუდენტის გაგზავნა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომლებსაც საქართველოს პოლიტიკაზე გავლენის მოხდება შეეძლებათ.

მან ისიც თქვა, რომ 9 აპრილზე ფილმის გადაღება სურდა. ის ფიქრობს, რომ ეს ორი ქვეყნის ურთიერთობის "ხარვეზია". კანდელაკი თვლის, რომ ეს ერთი კონკრეტული ადამიანის, გორბაჩოვის გადაწყვეტილების შედეგი იყო და საქართველოს მიმართ რუსეთის დამოკიდებულება აქ არაფერ შუაში იყო.

"ნაციონალიზმის პირველი ნოტები სწორედ მაშინ აღმოცენდა, ქართველ ნაციონალისტებს ამ ტრაგედიაზე ყოველთვის ახსენდებათ რუსეთი".

წაკითხვა 129 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 08 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.