სომხებით დასახლებულ ახალქალაქში, გიუმრიში რუსული სამხედრო ბაზიდან 90 კილომეტრში, ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნა სურთ

როცა ედუარდ შევარდნაძე საქართველოს პრეზიდენტი იყო, ყოველ ორშაბათს ტრადიციულ რადიოინტერვიუს აძლევდა, ხოლო „სახლში” წასვლის შემდეგ - ინტერვიუს გაზეთ „ასავალ-დასავალს“.

 

მეგობრები და მტრებიც, რომლებიც საკმარისად ჰყავდა, ყველა უსმენდა - რა კომენტარს უკეთებდა პრეზიდენტი უმნიშვნელოვანეს მოვლენებს, რომლებსაც კვირის განმავლობაში ადგილი ჰქონდა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ეთანხმებოდნენ ან არა, აღშფოთდებოდნენ და აღფრთოვანდებოდნენ, მაგრამ ყველამ იცოდა თუ რას ფიქრობს სახელმწიფოს პირველი პირი თითოეულ შემთხვევაში და რას უნდა ელოდონ უახლოეს მომავალში. და ეს ძალიან კარგი იყო, რადგან მაშინ საქართველოს მოსახლეობას რაღაც წარმოდგენა მაინც ჰქონდა ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე, იმის მიუხედავად, რომ შევარდნაძის სიტყვები ხშირად განსხვავდებოდა მისი საქმისგან...

 

 

დღეს ქართველ ხალხს ბუნდოვნად წარმოუდგენია - ვინ მართავს საქართველოს სინამდვილეში. ხელისუფლება არათუ ყოველ კვირას, აგერ უკვე 7 წელია, არ პასუხობს ხალხისთვის საინტერესო კითხვებს და მათგან კრიტიკულად მნიშვნელოვანს - რატომ მიდის ქვეყანა არსაით? ამიტომ არის, რომ საქართველოში არავინ იცის - რას გვპირდება ხვალინდელი დღე! ეს ხალხში სამართლიან აღშფოთებას და განცდას იწვევს, რომ მას ანგარიშს არ უწევენ, უგულებელყოფენ, ამიტომ ყბედობა დემოკრატიის მაღალ დონეზე საქართველოში (ბერძნ. δημοκρατία - ხალხის ძალაუფლება) ხალხში მწარე სიცილს და აღშფოთებას იწვევს! მოქალაქეები გაურკვევლობასა და დაბნეულობაში არიან კიდევ იმის გამო, რომ ამჟამინდელი ქართველი ხელმძღვანელები სულ უპირისპირდებიან ერთმანეთს და ხშირად ტოვებენ ტანამდებობებს დიდი სკანდალით - გუშინდელი "წარმატებული" პრეზიდენტი და პრემიერი, მინისტრები და პარლამენტარები მოულოდნელად ორპირი შეთქმულები, მოღალატეები და კორუმპირებულები აღმოჩნდებიან! კიდევ უფრო უარესი ვითარებაა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში, სადაც წმინდა სინოდის წევრები ერთმანეთს ადანაშაულებენ უმძიმეს მომაკვდინებელ ცოდვებში და ვაშინგტონში საჩივლელად მიეშურებიან...

 

 

ამიტომ, ორშაბათობით ვცდილობ თავი გავართვა ორმაგ ამოცანას: ხელისუფლების ყურამდე მივიტანო, რაც საქართველოს მოქალაქეებს აწუხებს, და პირიქით - ხელისუფლების მაგივრად, მოქალაქეებს ავუხსნა ის მოვლენები, რაც მათ კითხვებს იწვევს. მაგალითად, ახლა უბრალო ხალხს სურს ხელისუფლებისგან მოისმინოს მკაფიო პასუხი - ნუთუ სომხებით კომპაქტურად დასახლებულ ახალქალაქში, სადაც დღემდე ნანობენ რუსეთის სამხედრო ბაზის წასვლას, რომლის წყალობითაც მთელი სამცხე-ჯავახეთი დასაქმებული იყო, სომხეთის საზღვართან და გიუმრიში მოქმედი რუსული სამხედრო ბაზიდან 90 კილომეტრში ნამდვილად განათავსებენ სირიიდან გამოყვანილ ამერიკულ კონტინგენტს, როგორც ამას ამერიკელი ექსპერტი ლუკ კოფი წერს Twitter- ის საკუთარ გვერდზე?!

 

 

ჩემს აღელვებულ თანამემამულეებს მაქსიმალურად ლაკონურად და, როგორც ყოველთვის, გულწრფელად მოვუთხრობ, თუ რას უმალავდნენ მათ ქართველი პოლიტიკოსები, პოლიტოლოგები და ჟურნალისტები. დავიწყებ იმით, რომ უზარმაზარი აშშ და პატარა საქართველო, პოლიტიკური გაგებით, დღეს ერთმანეთს ძალიან ჰგვანან:

 

 

- აშშ-სა და საქართველოში უპირობო ლიდერები - ტრამპი და ივანიშვილი - მილიარდერები არიან, რომლებიც ხელისუფლებას მთლიანად ვერ აკონტროლებენ. აშშ–სა და საქართველოში ოპოზიცია ფლობს ძალაუფლების დიდ სეგმენტს:

 

 

- საკანონმდებლო ხელისუფლებაში: აშშ-ის კონგრესსა და საქართველოს პარლამენტში, პრო-სამთავრობო უმრავლესობად (დემოკრატებად) და ოპოზიციად (რესპუბლიკელებად) დაყოფა დიდი ხანია წმინდა წყლის პირობითობაა;

 

 

- ე.წ. მეოთხე ხელისუფლებაში: აშშ-სა და საქართველოში მედიის ნახევარზე მეტი ოპოზიციაზე მუშაობს;

 

 

- სამოქალაქო სექტორში: საქართველოში ყველაზე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების ყოფილი ხელმძღვანელები იკავებენ მაღალ სახელისუფლებო თანამდებობებს, ხოლო მოქმედნი ახდენენ ზეწოლას სელისუფლებაზე - პირდაპირ თუ ირიბად, თავისი ამერიკელი მფარველების - დამფუძნებლების მეშვეობით;

 

 

- ფინანსებში: აქ ვითარება საქართველოში ასევე დაახლოებით 50/50-ზეა, როგორც აშშ–ში: მილიონერების - ბანკირებისა და ბიზნესმენების ნაწილი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ნახევარი კი „ნაციონალურ მოძრაობას“ინახავს.

 

 

- აშშ–სა და საქართველოში ოპოზიცია აშანტაჟებს ზემოხსენებულ ლიდერებს - ტრამპსა და ივანიშვილს - კრემლთან მალული თანამშრომლობით და მათ გიჟებს, სულელებსა და უჯიათებს უწოდებს;

 

 

- ტრამპიცა და ივანიშვილიც ტრადიციული სექსუალური და რელიგიური ორიენტაციის არიან, აქვთ დიდი ბედნიერი ოჯახები (ტრამპი არის ამერიკის ნამდვილი პატრიოტი და გლობალიზმის მოწინააღმდეგე, რომელიც აშშ-ში მიგრანტთა და ლგბტ-თემის თარეშს ეწინააღმდეგება). განსხვავებით ოპოზიციის ლიდერების - ერთსქესიანთა ქორწინებისა და არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მომხრეების (როგორიცაა ბაიდენი და ჰილარი კლინტონი) და ტრადიციული რელიგიის მტრებისგან (როგორც ლიბერალ-ათეისტები სააკაშვილი და ბოკერია);

 

 

-ტრამპიცა და ივანიშვილიც არიან ბიზნესმენები, რომლებსაც არ უყვართ ომები: ტრამპს ჯარები გამოჰყავს სირიიდან - “დაე, სხვები იომონ ამ სისხლით გაჟღენთილი ქვებისთვის! ”, ივანიშვილი კი არ ცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების სხვა ვარიანტს, გარდა მშვიდობიანი გზისა. ამჟამინდელმა ოპოზიციამ კი აშშ-სა და საქართველოში, ხელისუფლებაში ყოფნისას, ჩაიდინა:

 

 

- "ფერადი რევოლუციები" მთელს მსოფლიოში (სააკაშვილი და მისმა თანამოაზრეები ხელმძღვანელობდნენ "ვარდების რევოლუციას" საქართველოში, და ორს - "ნარინჯის" და "ევრომაიდანს" - უკრაინაში, საქართველოში მეორე რევოლუციამ, სახელწოდებით "გავრილოვის ღამე" ა.შ. 24-25 ივნისს მარცხი განიცადა ქართული პოლიციისა და იმჟამინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას გაბედული ქმედებების გამო);

 

 

- სამხედრო გადატრიალებები ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში "არაბული გაზაფხულის" სახელწოდებით;

 

 

- ომები ერაყში, ავღანეთსა და სირიაში. სააკაშვილმა ქართული არმია გაგზავნა ერაყსა და ავღანეთში - სისხლიანი ქვებისთვის ამერიკულ კამპანიაში დასახოცად, ასევე თავს დაესხა საკუთარ მოქალაქეებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რათა ეს ტერიტორიები რუსეთისთვის გადაეცა და მათ გარეშე გაწევრიანებულიყო ნატოში. დღეს ამ პროექტს ხელს უწყობენ პრეზიდენტ ტრამპის ოპოზიციური პოლიტიკოსები და ექსპერტები - პირობითად ვუწოდოთ მათ K&K ჯგუფი, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.

 

 

ამრიგად, ჩვენ მივადექით პასუხს მთავარ კითხვაზე, კერძოდ კი - გამოჩნდება თუ არა აშშ-სა და ნატოს სამხედრო ბაზები საქართველოში, რასაც ღიად ლობირებს ოპოზიცია სააკაშვილის პარტიის ხელმძღვანელობით? რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებას პუტინის აგენტებად ნათლავს და აშანტაჟებს - აქაოდა, ეს იქცევა ლაკმუსის ქაღალდად - ხართ პრორუსულები, თუ არა! (ასე რომ, თუ მიხეილ სააკაშვილი და ნაცმოძრაობა“ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, საქართველოში აუცილებლად გამოჩნდება ნატოსა და აშშ-ის სამხედრო ბაზები, ასევე, საქართველოს ნატო-ში მიიღებენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე, ამერიკული K&K ჯგუფის პროექტით. ამასთან, ქართული სამხედრო კონტინგენტი მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის ყველა ახალ სამხედრო კამპანიასა და ნატოს მისიებში.)

 

 

მაგრამ რას, ან ვის შეუძლია დააბრუნოს სააკაშვილი და მისი პარტია ხელისუფლებაში? მხოლოდ მის მეგობარ-პარტნიორებს - ჰილარი კლინტონს ან ჯო ბაიდენს, თუ ისინი სასწაულებრივად გაიმარჯვებენ საპრეზიდენტო არჩევნებში 2020 წელს. ანუ, ოპოზიციის გამარჯვება და ხელისუფლების შეცვლა აშშ-ში გამოიწვევს ოპოზიციის გამარჯვებასა და ხელისუფლების შეცვლას საქართველოში.

 

 

დაფიქრდით - რატომ არის, რომ დღეს, როდესაც საქართველოს გარშემო ვითარება უკიდურესად დაძაბულია (საკმარისია ვახსენოთ ოთხკუთხედი „სირია - თურქეთი - რუსეთი - აშშ“), ქართული ოპოზიცია, იმის მაგივრად, რომ თვინიერად დუმდეს, როგორც მოიქცეოდა ნებისმიერი გონიერი პოლიტიკოსი, გაიძახის, რომ საქართველო დავიწყებულია, რომ ის "გაქრა რადარებიდან ”და დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეს იქ (განა სსრკ-ს დაშლის დროს ყველაზე მეტი არ მოგვხვდა იმის გამო, რომ მაშინდელი ქართული ოპოზიცია ასევე ხმამაღლა ყვიროდა?!).

 

 

ნებისმიერი გზით ტრამპის ყურადღების მისაქცევად, რომელსაც ნაკლებად აინტერესებს რუსეთის სახელმწიფო ინტერესების ზონაში მყოფი საქართველო, ქართული და ამერიკული ოპოზიცია მზად არიან ნებისმიერი პროვოკაციისთვის, რათა საქართველო კვლავაც მოხვდეს საერთაშორისო დღის წესრიგის პირველ სტრიქონებში, როგორც სააკაშვილის დროს, და არ აქვს მნიშვნელობა, თუ რომელ გრაფაში: ”ტერორიზმი”, თუ ISIS- ის ბოევიკები სირიიდან პანკისის ხეობასა და ქვემო ქართლში მიგრანტთა ნიღბით აღმოჩნდებიან და საქართველო იქცევა სამიზნედ მეზობელი რუსეთისა და თურქეთისთვის; ანდა ISIS– ის ბოევიკების სამიზნედ, თუ სირიიდან გამოყვანილი ამერიკული კონტინგენტი განთავსდება საქართველოში, რათა საჭიროების შემთხვევაში სწრაფად დაბრუნდეს უკან.

 

 

ამასთან, სააკაშვილის ოპოზიცია წინააღმდეგი როდია, რომ საქართველომ შეახსენოს საკუთარი თავი და იქცეს გარიგების საგნად ზემომოყვანილი და სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტების მოგვარებისას, თუნდაც კომპენსაციის სახით მორიგი ტერიტორიები დაკარგოს! ან თუ საქართველოს ჩამოშორდება სომხებითა და აზერბაიჯანელებით მჭიდროდ დასახლებული სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონები, რომლებიც აჯანყდებიან იქ უცერემონიო ამერიკელი თუ ნატოელი სამხედროების გამოჩენის გამო! და ვის დაუჭერენ მხარს ამერიკელი ჯარისკაცები ყარაბაღის კონფლიქტის ხელახალი აფეთქების შემთხვევაში, თურქეთსა და აშშ-ს შორის დღევანდელი ურთიერთობების გათვალისწინებით? და რით უპასუხებენ რუსები გიუმრიდან?!

 

 

ერთი რამ ნათელია - ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საბოლოოდ კომპრომეტირდება თავის მარჩენალ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, რაც ფართო გზას გაუხსნის სააკაშვილის ექსმმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნებას“. ჰილარი კლინტონისა და ჯო ბაიდენის თანამშრომლები ეხმარებიან სააკაშვილის ოპოზიციას ზემოთ ჩამოთვლილი პროვოკაციების განხორციელებაში, ისინი მართავენ აშშ-ს საელჩოს, სადაც უკვე ორი წელია ელჩი არ ჰყავთ; ისინი მუდმივად ატარებენ კონფერენციებს თბილისში, აქაური კოორდინატორის - გიული ალასანიას მიწვევით. სწორედ ეს არის ჯგუფი, რომელსაც მე ვუწოდე “კაკა“ (K&K, მისი ლიდერების სახელების მიხედვით - კოფი&კარპენტერი), რომელსაც თანდათან შეუერთდნენ სხვა „კაკაშკები“ - კრამერი, მისი ადგილობრივი „ნასედკა“ შესაფერისი გვარით "კუროპტევი", ლორა კუპერი და სხვები.

 

 

მკითხველს შევახსენებ მათ ბექგრაუნდს:

 

 

2018 წლის 8 თებერვალს თბილისში გაიმართა სტრატეგიული კვლევების ამერიკული ინსტიტუტის „The Heritage Foundation” მოხსენების პრეზენტაცია - ”ნატოს წევრობა საქართველოსთვის: აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში”, რომლის ავტორიც არის დუგლას და სარა ელისონის სახელობის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი ლუკ კოფი. მოხსენებაში მოიცავდაა 14 რეკომენდაციას, რომელთაგან მეხუთე გულისხმობს "საქართველოს სწრაფ წევრობას ნატოში - MAP- ის, მაგრამ ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე", რომლებზეც, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე -6 და მე -5 მუხლები კოლექტიური უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესახებ, ავტორის ჩანაფიქრით, არ უნდა გავრცელდეს.

 

 

2019 წლის 17 ივნისს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობამდე (სააკაშვილის პარტიების მიერ პარლამენტის შენობის დაპყრობა 20-21 ივნისის ღამით. რომელიც სპეციალურად მონათლეს "გავრილოვის ღამედ"), 3 დღით ადრე, სააკაშვილის დედის - გიული ალასანიას მიწვევით, თბილისში ჩამოვიდა პენსილვანიის უნივერსიტეტთან არსებული გლობალური ჩართულობის ბაიდენის ცენტრის უფროსი დირექტორი, აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ყოფილი თანაშემწე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში, ჯო ბაიდენის ყოფილი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ამ უკანასკნელის ვიცე-პრეზიდენტობისას, მაიკლ კარპენტერი.

 

 

თავის გამოსვლაში გიული ალასანიას მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე: ”რუსეთის გავლენის კვალზე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში” (რომელშიც, სხვათა შორის, ლუკ კოფიც მონაწილეობდა), ასევე ეგორ კუროპტევთან ინტერვიუში, მაიკლ კარპენტერმა განაცხადა, რომ აუცილებელია რუსი ტურისტების ნაკადის მკვეთრად შეზღუდვა საქართველოში და სავიზო რეჟიმის შემოღება რუსეთის მოქალაქეებისთვის.

 

 

2019 წლის 9 სექტემბერს, პენსიონერი კაკაშკების ჯგუფი სრული შემადგენლობით თბილისში ჩამოვიდა მე -5 საერთაშორისო კონფერენციაზე "რა იქნება შემდეგ?" (ორგანიზატორი - მაკკეინის ინსტიტუტი, არიზონას უნივერსიტეტი, აშშ), სადაც ნატოს ყოფილმა გენმდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა სიტყვასიტყვით გაიმეორა ლუკ კოფის მოხსენების ყველა თეზისი - მოუწოდა ქართველებს ”მოითხოვონ „კოლექტიური თავდაცვის შესახებ “ნატო-ს წესდების მე -5 მუხლის გაუვრცელებლობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე” იმისათვის, რომ ”მიეცეთ საშუალება, დაიწყონ პროცედურები ნატოში საქართველოს მიღებისათვის”.

 

 

კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ:

 

 

• დევიდ კრამერი - აშშ–ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის საკითხებში, „Freedom House“-ის ყოფილი დირექტორი, ამჟამად ფლორიდას საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი და ამერიკული ფონდი „თავისუფალი რუსეთი“ -ს დირექტორთა საბჭოს წევრი (ფონდის თბილისის ფილიალს ხელმძღვანელობს ეგორ კუროპტევი)

 

 

• ფილიპ რიკერი - აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის დროებით შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში;

 

 

• ლორა კუპერი - აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში;

 

 

• ბენ ჰოჯესი - აშშ-ის ძალების ყოფილი სარდალი ევროპაში, გადამდგარი გენერალი;

 

 

• დენიელ ფრიდი - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, აშშ-ის ყოფილი ელჩი პოლონეთში, ამჟამად - ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსი;

 

 

• მეთიუ ბრაიზა - აშშ-ის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში, რომლის საქმიანობამაც ოფიციალური ბაქოს უკმაყოფილება გამოიწვია და არასრულ ერთ წელიწადში იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა დიპლომატიური სამსახური, რადგან აშშ-ის სენატმა უარი თქვა მისი დანიშვნის დადასტურებაზე; აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, დაკავებული იყო მთიანი ყარაბაღის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებით. ამჟამად - ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსი, ესტონეთის თავდაცვითი კვლევების ცენტრის დირექტორი;

 

 

• ჯონ ტეფტი - აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, უკრაინაში, რუსეთსა და ლიტვაში;

 

 

• სინდი მაკკეინი - მაკკეინის ინსტიტუტის ბორდის თავმჯდომარე, სენატორ ჯონ მაკკეინის ქვრივი;

 

 

• კურტ უოლკერი - მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში;

 

 

ახლახან კი თბილისი K&K-ს კიდევ ერთმა ახალმა პერსონაჟმა მოინახულა, რომელსაც გადამდგარ ამერიკელ ჩინოვნიკებთან, ლუკ კოფისა და მაიკლ კარპენტერთან ერთად, დაევალა დაკავდეს საქართველოთი. ეს გახლავთ ხანდაზმული ამერიკელი როუზ გეთიმიულერი, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის საპენსიო თანამდებობაზე მყოფი დიპლომატი, დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრი, რომელიც საკუთარი ჯიბიდან გასცემდა სოლიდურს თანხებს ჰილარი კლინტონისა და ბარაკ ობამას წინასაარჩევნო კამპანიების დასაფინანსებლად.

 

 

 

http://saqinform.ge/

წაკითხვა 75 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 01 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.