არსებობს თუ არა იზოლაციის საფრთხე და როგორია დასავლეთის პოზიცია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე

"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მობრუნება, ეს ის საფრთხობელაა, რომელსაც "ქართული ოცნება" დღემდე სათავისოდ კარგად იყენებს და რომელსაც რეალურად ადამიანები ქუჩაში არ გამოჰყავს, ეს ის დაუსრულებელი წრეა, რომელზეც დღემდე საქართველოს მოსახლეობა ტრიალებს - ამ სიტუაციაში მოვლენების განვითარების როგორი სცენარია მოსალოდნელი. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები 25 ნოემბერს მასშტაბურ საპროტესტო აქციას გეგმავენ. მათი განმარტებით, ისინი ჯერ რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, შემდეგ კი, საპროტესტო მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსკენ გაემართებიან”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, არსებობს თუ არა იზოლაციის საფრთხე და როგორია დასავლეთის პოზიცია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე / "თუ "ოცნება“ თავისივე შეცდომებში გაიხლართა ეს საერთაშორისო იზოლაციისკენ წასვლას გამოიწვევს“

 

 

"ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ არც მმართველ გუნდს და არც ოპოზიციას ცვლილებების რესურსი არ აქვთ, რის გამოც შესაძლოა, მათი გრძელვადიანი შერკინების მომსწრენი გავხდეთ. „უახლოეს მომავალში, არც ერთ და არც მეორე ძალას ცვლილებების რესურსი არ აქვს, ამიტომაც, მათი გრძელვადიანი შერკინება დაიგეგმება, მთავარი ისაა, რომ დასავლეთი არანაირ დესტაბილიზაციას არ მიესალმება, ამიტომაც, როგორც ერთი, ასევე მეორე მხარისთვის ეს იმისი სიგნალია, რომ პროცესები გრძელვადიან სტრატეგიაზე უნდა გათვალონ, გრძელვადიანი სტრატეგია კი 2020 წლისთვის მზადებაა. „ვფიქრობ, რომ ოპოზიცია შეეცდება, რომ ეს მუხტი შეინარჩუნოს, ოღონდ ეს არა პერმანენტული და განუწყვეტელი აქციებით, არამედ ხელისუფლებისთვის დაუღალავი თავის შეხსენება იქნება, ოპოზიციის სტრატეგია ისაა, რომ ხელისუფლება მუდმივად სტრესულ რეჟიმში ამყოფოს, რაც საშუალებას მისცემს, რომ მმართველ გუნდს რაც შეიძლება მეტი შეცდომა დააშვებინოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

 

"ხელისუფლება რაც უფრო მეტ შეცდომას დაუშვებს, მით უფრო საკუთარი შეცდომების ტყვეობაში ჩავარდება, რაც დასავლეთის დედაქალაქების პროტესტს კიდევ უფრო გაამძაფრებს, ოპოზიციამ ერთის მხრივ დიდი რაოდენობის ხალხის შეკრება და პერმანენტული აქციების გამართვა ვერ შეძლო, რამაც ხელისუფლების ის ვერსია გააქარწყლა რომ თითქოს ოპოზიცია სახელმწიფო გადატრიალებას უწყობს, რომლითაც მმართველი გუნდის ყველა თავის საქციელს ამართლებს ხოლმე, ამჯერად განსაკუთრებით პროპორციული არჩევნების ჩაგდება. ეს მთავარი კოზირი დასავლეთის თვალში, ოპოზიციამ ხელისუფლებას ხელიდან გამოაცალა, იმიტომ, რომ დასავლეთს საქართველოში დესტაბილიზაციის სცენარი ყველაზე ნაკლებად უნდა, ოპოზიციას ახლა ეს კოზირი ხელში უჭირავს, რომ არა დესტაბილიზაციას , არამედ პერმანენტულ საპროტსტო აქციებს გეგმავს, რათა ხელისუფლება მუდმივ დისკომფორტის რეჟიმში ამყოფოს. ხელისუფლება იმ დღიდან, რაც პროპორციული არჩევნები ჩააგდეს, სულ უფრო და უფრო მეტ შეცდომას უშვებს და ამან საბოლოო ჯამში მიიყვანა იქამდე, რომ როგორც დიპლომატთა კორპუსი, ასევე დასავლური დედაქალაქები შოკირებულები არიან იმით, რაც მოხდა, რაც პირდაპირ საერთაშორისო პრესაზეც აისახება, საქართველოს ხელისუფლების მიმართ ის ძალიან კრიტიკული გამოხმაურებები, პირდაპირი გამოძახილია დასავლეთის დედაქალაქების განწყობებისა, ეს კი „ქართულ ოცნებას" კარგს არაფერს უქადის" - აცხადებს იგი”, - განაგრძობს გამოცემა.

 

 

"მისივე შეფასებით, თუ „ქართული ოცნება" თავისივე შეცდომებში გაიხლართა, ქვეყანასაც და მმართველ გუნდსაც საერთაშორისო იზოლაციისკენ წაიყვანს, რაც რუსეთს ხელს აძლევს. თუკი „ქართული ოცნება" თავისივე შეცდომებში გაიხლართა და სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა, ეს ქვეყნისა და „ოცნების" საერთაშორისო იზოლაციისკენ წასვლას გამოიწვევს, თუ მმართველმა გუნდმა დასავლეთი დაინახა, როგორიც მთავარი საფრთხობელა, რომელიც მას ხელისუფლებიდან წასვლას აიძულებს, ასეთ შემთხვევაში იგი საერთაშორისო იზოლაციისკენ სვლას გააგრძელებს, რაც შესაძლოა ძალიან მძიმედ მოუტრიალდეს მასაც და ქვეყანასაც, დასავლელი პარტნიორების გარეშე დარჩენილი „ოცნება" უკანმოუხედავად, პირდაპირ რუსეთის მანიპულირების ობიექტი გახდება. „მოვლენების განვითარების კარგ სცენარს ვერ ვხედავ, არჩევნებამდე პროცესის გამწვავებას და შეტაკებებს არ ვგულისხმობ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლება შეცდომების დაშვების აღებულ გეზს არ გადაუხვევს,რაც ძალიან სამწუხაროა”, - დასძენს გამოცემა.

 

 

“ამ ფონზე კიდევ უფრო სასიცოცხლოდ იკვეთება ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც სიტუაციის სტაბილურ ჩარჩოში განვითარებას შეძლებენ, ეს აუცილებელია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ დასავლელი პარტნიორებისთვის, ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია იმიტომ, რომ ამ მყიფე სიტუაციით, ჩვენ შესაძლოა 2020 წლამდე მეტ-ნაკლები სტაბილურობით მივიდეთ, მაგრამ 2020-ში ამ შედეგებით გასვლა, შესაძლოა ძალიან ცუდი შედეგების მომტანი იყოს. ამიტომაც დასავლეთის და ჩვენს ქვეყანას ნამდვილად სჭირდება ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც დააბალანსებს, ერთის მხრივ პარლამენტში „ოცნების" წარმომადგენლობას და მეორეს მხრივ „ნაციონალურ მოძრაობას". სამწუხაროდ, ჯერჯერობით პროცესები ორპოლუსიანია, ერთადერთი, რომელსაც ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის რესურსი ჯერ კიდევ აქვს, ეს მამუკა ხაზარაძეა. ვნახოთ თუ მისი მოძრაობა შემდგომში, როგორც პარტია, რა სახეს შეიძენს, ახალი პლიტიკური ძალა თავისთავად ახალ პოლიტიკურ ცენტრობას არ ნიშნავს. იმედს ვიტოვებ, რომ შემდგომში ის, როგორც პარტიის ლიდერი საზოგადოების წინაშე გაცილებით უფრო ძლიერი პოზიციით წარსდგება და იმ შუაშისტ ამომრჩეველს საარჩევნო უბნებზე მიყვანს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია" - განაცხადა ლაგაზიძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

 

 

წაკითხვა 452 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.