„ბლუმბერგი“ ლობისტური კომპანიის დაქირავების თაობაზე სტატიას აქვეყნებს, სადაც ივანიშვილს „ჩრდილოვან ბოსად“ მოიხსენიებს
გავლენიანი გამოცემა „ბლუმბერგი“ „ქართული ოცნების“ მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავების თაობაზე სტატიას აქვეყნებს, სადაც ბიძინა ივანიშვილს „ჩრდილოვან ბოსად“ მოიხსენიებს.
გამოცემის ცნობით, ივანიშვილს ლობისტური კომპანიის დაქირავება კონგრესმენების ბოლოდროინდელმა წერილებმა აიძულა. ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ გადაიხარა.
„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, დაქირავებული ლობისტები ძირითადად სწორედ „ქართული ოცნების“ მითითებებით იმუშავებენ.
„ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. თავდაპირველად, თავად ივანიშვილია პასუხისმგებელი საქართველოს რეგრესისთვის, რომელიც რეპრესიებში გადაიზარდა. საქართველომ რამდენიმე პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა, რომლებიც ივანიშვილის კონტროლის ეფექტურ კონსოლიდაციას ახორციელებდნენ და ამ ბოლო დროს ივანიშვილი ოპოზიციის დაშინებასა და დაპატიმრებაზეც გადავიდნენ. ამის უკანასკნელი მაგალითია ის, რომ ორშაბათს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა დანაშაულისთვის, რომელზეც ის დაპატიმრებული უკვე იყო.
„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ლობისტ ქოულმანს რთული საქმე აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ს ავტორიტარული პარტიორები ჰყავს, მაგალითად, ისეთი როგორც საუდის არაბეთია, შესაძლოა იმ თემის განხილვა, რომ ამერიკა სტრატეგიული მიზნების გამო ბევრის მომთმენია, მაგრამ საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში ვაშინგტონთან უფრო ახლო ურთიერთობა დაემყარებინა კანონის უზენაესობის დაცვითა და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით. ქოულმანის ახალი კლიენტი, სამწუხაროდ, სულ სხვა მხარეს არის. ამას ვერანაირი ფული ვერ შეცვლის", - წერს გამოცემა.
სიახლეები
- 5 ფრაზა, რომელიც, ფსიქოლოგების აზრით, მაღალი ინტელექტის ადამიანს ახასიათებს
- კივის ჯემი - ვიტამინების განძი ზამთრისთვის
- ბოლო 5 დღეში შსს-მ რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის აქციის 29 მონაწილე დააკავა
- "ჯო ბაიდენი კრიმინალია და ციხეში უნდა იყოს, უშნო ადამიანია როგორც ვიზუალურად, ისე შინაგანად"- ტრამპი
- "ღარიბაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკური მოტივითაა აღძრული, ვიღაცას მისი დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის შეეშინდა..." -ირაკლი მელაშვილი
