May 20, 2024

ივნისი 08 2023 წაკითხვა 393 ჯერ

თურქულ გაზეთ „ჯუმჰურიეთში“ (Cumhuriyet) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „შენიშვნები ჩრდილოეთიდან: „საქართველო – აშშ-ის ბურჯიდან ნეიტრალიტეტისაკენ“ (ავტორი – დენიზ ბერქტაი), რომელშიც, რუსეთისა და უკრაინის ომის ფონზე, განხილულია საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკური კურსი.

ივნისი 07 2023 წაკითხვა 273 ჯერ

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურად გააქტიურება ენმ-ს სასურველ შედეგს ვერ მოუტანს - მათგან დანარჩენი ოპოზიციის დისტანცირების პროცესი გაძლიერდება და სააკაშვილის ფაქტორს “ქართული ოცნება” მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისას ისევ სათავისოდ გამოიყენებს.

ივნისი 07 2023 წაკითხვა 276 ჯერ

მე არ ვიცი, რაზე ილაპარაკეს, როცა კონსულტაციებზე შეხვდნენ, მაგრამ მინდა შევახსენო საპრეზიდენტო მხარესაც და მმართველ პარტიასაც, რომ ეს ქვეყანა არ არის არც სალომე ზურაბიშვილის და არც ირაკლი ღარიბაშვილის დუქანი!- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რითაც პრეზიდენტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ კრიტიკულ განცხადებას გამოეხმაურა.

ივნისი 07 2023 წაკითხვა 385 ჯერ

„ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია მიუხედავად იმისა, რომ ყველა შეთანხმებული ვადა უკვე ამოწურულია.

ივნისი 06 2023 წაკითხვა 261 ჯერ

ბოლოს მინდა ერთ საკითზე გავაკეთო კომენტარი, ბოლო დღეებია ვუყურებ თქვენს სასოწარკვეთილ ქმედებებს, ე.წ. აჟიოტაჟი გამოიწვია ჩემმა განცხადებამ ბრატისლავაში, რომელიც კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, მე თქვი, რომ უკრაინის სურვილი, ამ დიდი ომის, ერთ-ერთი მიზეზი, ერთ-ერთი და არა ერთადერთი მიზეზი იყო უკრაინის სურვილი, რომ გამხდარიყო, თუ გახდეს ნატოს წევრი, კარგად გახსოვთ და შემდეგ ვთქვი, რომ მე არ მინდა, ციტირება მოვახდინო რუსეთის ხელისუფლების, ანუ მათი განცხადებების, კითხვა იყო თუ როგორ ფიქრობთ რატომ დაიწყო და მე ამით ვაჩვენე, ერთი, რომ უკრაინის სურვილი ჰქონდა როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, რომ გამხდარიყო და გახდეს ევროკავშირის ნატოს წევრი ქვეყანა და მეორე ის იყო, რომ არ მინდოდა მომეხდინა ციტირება.

ივნისი 06 2023 წაკითხვა 395 ჯერ

გასულ კვირას ჩვენ გავაჟღერეთ იდეა, რომელიც ეხება ახალი კონსერვატიული საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას სახელწოდებით „საქართველო უპირველეს ყოვლისა“, აღნიშნულმა იდეამ საზოგადოებაში მოიპოვა მხარდაჭერა, არის დაინტერესება და ამავდროულად, გაჩნდა კითხვები, – ამის შესახებ ვატო შაქარიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გვერდი 105 სულ 518
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.