"საქართველოს ანტიდასავლური ხელისუფლება ჰყავს, თუმცა პარტნიორებისთვის ნათელია ის, თუ სად დგას ქართველი ხალხი"- ნათია მეზვრიშვილი

ჩვენ გვჭირდება კანდიდატის სტატუსი, იმიტომ რომ ქვეყანა დავაბრუნოთ იქ, სადაც არის მისი ისტორიული ადგილი, სხვა გზა მშვიდობიანი ცვლილებებისთვის არ არსებობს. არამშვიდობიანი გზა აწყობს რუსეთს, - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა ბუნდესტაგის დელეგაციისა და მათი წარმომადგენლების არაფორმალური შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მეზვრიშვილის თქმით, გერმანელ პარტნიორებთან არაფორმალურ შეხვედრაზე ჰქონდა შესაძლებლობა, საქართველოს ევროინტეგრაციასთან და საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით პარტიის ხედვა გაეცნო.

 

როგორც მან აღნიშნა, მისი თხოვნა იყო პარტნიორებთან, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მხარი დაუჭირონ, “მიუხედავად იმ პოზიციისა, რაც საქართველოს მთავრობას აქვს”.

 

“ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისთვის სურათი ძალიან ნათელია - საქართველოს არ ჰყავს პროდასავლური ხელისუფლება, სამწუხაროდ. ქვეყნის საგარეო კურსი არის შეცვლილი. კონკრეტული სტრატეგია, რაც ხელისუფლებას აქვს, კონკრეტული გადაწყვეტილებები, რასაც ხელისუფლება იღებს, იღებენ რუსეთის ინტერესებში და ხშირად ეს გადაწყვეტილებები მიიღება რუსეთთან საეჭვო კოორდინაციით. ვხედავთ ზუსტ თანხვედრას “ოცნების” "მესიჯებში' და რუსეთის "მესიჯებში", ამიტომ დასავლეთისთვის სურათი ნათელია: საქართველოს დღეს ანტიდასავლური ხელისუფლება ჰყავს. თუმცა დასავლელი პარტნიორებისთვის ნათელია ის, თუ სად დგას ქართველ ხალხი”, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

 

მისი თქმით, არსებობს რისკები, რომ მოვლენები რადიკალურად განვითარდეს, რადგან საქართველოს “საგარეო კურსი შეგვიცვალეს”.

 

“ვხედავთ რისკებს, რომ ქვეყანაში შესაძლოა რადიკალურად განვითარდეს მოვლენები, რისი სურვილი ჩვენ არ გვაქვს, მხოლოდ “ოცნების” და რუსეთის ინტერესში შედის.

 

ჩვენ გვჭირდება კანდიდატის სტატუსი, იმიტომ რომ ქვეყანა დავაბრუნოთ იქ, სადაც არის მისი ისტორიული ადგილი. სხვა გზა მშვიდობიანი ცვლილებებისთვის არ არსებობს. არამშვიდობიანი გზა აწყობს რუსეთს.

 

მოცემულობა არის ის, რომ ჩვენ საგარეო კურსი შეგვიცვალეს. ახლა მთავარია, როგორ მოვაშოროთ მშვიდობიანი გზით, ის ხელისუფლება, რომელმაც საგარეო კურსი შეგვიცვალა.

 

არაფორმალური შეხვედრა იყო, მაგრამ ბუნდესტაგის წარმომადგენლებთან პირდაპირი საუბარი, ჩემი პოზიცია დავაფიქსირე ამასთან დაკავშირებით”, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

წაკითხვა 207 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 06 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.