May 19, 2024

მაისი 20 2023 წაკითხვა 214 ჯერ

ლავროვის შვილი იყო, როგორც მოგვიანებით გავიგეთ, ახლა ვინოკუროვაა, ქმრის გვარზეა , - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების სტუმრობასთან და დაგეგმილ ქორწილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მაისი 20 2023 წაკითხვა 193 ჯერ

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში ვერ წაგვიყვანს! რუსული თვითმფრინავები არ სხდებიან ევროკავშირში, მაგრამ ჩვენ ქართველები, საქართველოს მოქალაქეები, შევალთ ევროკავშირში! , - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მაისი 20 2023 წაკითხვა 396 ჯერ

რაც ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა, ყველა შესაბამისი ოპერაცია უმაღლეს დონეზე ჩატარდა - 2012 წლამდე ევროპა დემონსტრანტების მხარეს იყო ხოლმე, 7-8 მარტს პირიქით - ევროპა იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს და არა მოძალადე დემონსტრანტების მხარეს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მაისი 20 2023 წაკითხვა 186 ჯერ

ჩემი აზრით, ძალიან უცნაურია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის" ამჟამინდელი მენეჯმენტი ნაცვლად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს შველოდეს, ახლა როცა ძალიან მძიმე, მთელი რიგი შეცდომების შემდეგ მათ აღმოაჩინეს საკუთარი თავი უმწეო მდგომარეობაში, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებენ, დაგვეხმარეო, - ასე უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტის კითხვას, რომლის მიხედვით, გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობა" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილს დააყენებს.

მაისი 20 2023 წაკითხვა 226 ჯერ

არ აგერიოთ, რა რეალობაში ხართ, რა დროში ხართ. დღეს ქვეყანა არ არის იმ ფორმაში, ან ეს პარლამენტი, ან რომელიმე დეპუტატი, ამ ფარჩაკი ვაშაძის ასაყირავებლები და ცეცხლწასაკიდებლები რომ გავხდებით, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ოპოზიციის წარმომადგენლებს.

მაისი 19 2023 წაკითხვა 387 ჯერ

“სრული არეულობა და გაურკვევლობა „ნაციონალურ მოძრაობაში“ - ასე აფასებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ბოლო დღეებში ოპოზიციაში განვითარებულ მოვლენებს.

გვერდი 112 სულ 517
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.