May 19, 2024

თებერვალი 23 2023 წაკითხვა 219 ჯერ

„ნაციონალების“, მათი „ენჯეოების“, მედიასაშუალებებისა და უცხოელი პატრონების სიყალბე ძალიან მარტივად, ამერიკული, რუსული და ქართული კანონების ტექსტების ერთმანეთთან შედარებით მტკიცდება, თუმცა ისინი ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე ატრიალებენ ერთსა და იმავე ყალბ მესიჯს, თითქოს, ჩვენი კანონპროექტი რუსულია, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაშია ნათქვამი.

თებერვალი 22 2023 წაკითხვა 247 ჯერ

ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს არჩილ ტატუნაშვილის ნათელ ხსოვნას, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა სამართლის წინაშე პასუხი აგოს არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში დამნაშავე ყველა პირმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

თებერვალი 21 2023 წაკითხვა 262 ჯერ

„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მთლიანად შესაბამისობაშია ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, განსხვავებით ამერიკული და რუსული კანონებისგან, ითვალისწინებს გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს, მეტს არაფერს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

თებერვალი 21 2023 წაკითხვა 223 ჯერ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიღება იქნება საქართველოში დემოკრატიის დასრულება, ამ განაცხადს აგზავნის ქვეყანა, რომ დემოკრატია დასრულდა და დამყარდა დიქტატურა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

თებერვალი 21 2023 წაკითხვა 198 ჯერ

ჩვენს ევროპულ მომავალს დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ხელისუფლება, რომლის პოლიტიკა არც ფრთხილი და არც დაბალანსებული აღარ არის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

თებერვალი 20 2023 წაკითხვა 308 ჯერ

გერმანულ ჟურნალ „შპიგელის“ (Der Spiegel) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „გადასახლება საქართველოში: ჩემი რუსი მეზობელი - მტერია თუ მოყვარე?“ (ავტორი - მარკო კასანგი), რომელშიც განხილულია საქართველოში თავშეფარებული რუსი მოქალაქეების მდგომარეობა - იმ ადამიანებისა, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომში მობილიზაციით გაწვევას გამოექცნენ.

გვერდი 139 სულ 517
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.