ნოემბერი 10 2022 წაკითხვა 178 ჯერ

სამწუხაროა, როცა ხედავ ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც რუსული პროპაგანდისტული მეთოდებით მუშაობენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

ნოემბერი 10 2022 წაკითხვა 174 ჯერ

მინდა, მივმართო წულუკიანს და „ქართული ოცნების“ თაღლითების კორპორაციას, ეგენი უკვე საერთაშორისო თაღლითები არიან და ყველამ იცის, რომ გადამგდებები არიან. იტყუებიან, თითქოს რეკომენდაციას ასრულებენ, ბუტაფორიული ცვლილებები შემოიტანეს და უნდათ, რომ შემდეგ ევროპარლამენტარებს დააბრალონ კანდიდატის სტატუსის ვერმიღება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

ნოემბერი 10 2022 წაკითხვა 204 ჯერ

ქვეყანაში ვერ მოახდინეს არეულობა და მოუწიათ პარტიის შიგნით, რაც ღიმილის მომგვრელია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.

ნოემბერი 09 2022 წაკითხვა 169 ჯერ

გერმანულ გაზეთ „ჰანდელსბლატში“ (Handelsblatt) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დანაწილებული ქვეყანა: საქართველომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის არჩევანი უნდა გააკეთოს“ (ავტორი - მარეიკე მიულერი), რომელშიც გადმოცემულია საქართველოში (თბილისში) მყოფი ჟურნალისტის მიერ დანახული პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია, ქართველების განწყობა, ხელისუფლებისა და ოპოზიციის დამოკიდებულება რუსეTისა და დასავლეთის მიმართ.

ნოემბერი 09 2022 წაკითხვა 143 ჯერ

მსურს ყველამ იცოდეს - მზად ვიყავი, ვარ და ვიქნები მონაწილეობა მივიღო ნებისმიერი ტიპის არჩევნებში. მითუმეტეს შიდა პარტიულ არჩევნებში და მითუმეტეს მაშინ, როცა არც თუ ისე ცოტა სათქმელი დამიგროვდა. პატივისცმით, ვისაც გნებავთ, სადაც გნებავთ, როდესაც გნებავთ, მე მზად ვარ ამ არჩევნებისათვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ნოემბერი 09 2022 წაკითხვა 170 ჯერ

ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებას ითხოვს. კერძოდ, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ნადირაძე და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები მოითხოვენ, პარტიის პოლიტსაბჭო და სამდივნო ხელახლა დაკომპლექტდეს და ახალი თავმჯდომარე აირჩეს.

გვერდი 165 სულ 514
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.