May 19, 2024

მაისი 30 2022 წაკითხვა 283 ჯერ

დღეს ჩვენ ოფიციალურად გადმოგვეცა მიწა, სადაც აშენდება ქართული კულტურის ცენტრი. ეს არის ყველა ქართველისთვის ალბათ საოცნებო დღე, ვინაიდან ქართველები 300 წლის შემდეგ ვბრუნდებით წმინდა მიწაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, მდინარე იორდანესთან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მაისი 29 2022 წაკითხვა 183 ჯერ

რომ არა ზალიკო უდუმაშვილი, ამ პარტიის არსებობა-არარსებობა 2017 წელს შეიძლება, სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო, –

მაისი 29 2022 წაკითხვა 207 ჯერ

ზაალ უდუმაშვილი „ნაციონალური მოძრაობას“ ტოვებს.

ზაალ უდუმაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მედიაში ბრუნდება.

„ეს იყო მართლაც უდიდესი გამოცდილება, დიდი პატივი, რომ ვყოფილიყავი ბრძოლის წინა ხაზზე და გამეარა ყველა ის სირთულე, რომელიც ამ პარტიამ გაიარა მთელი ამ წლების განმავლობაში. ვიქნები სუბიექტური და მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თბილისის ორგანიზაციას, რომელთან ერთადაც ეს წლები გავატარე ძალიან ახლოს. დიდი პატივი იყო თქვენთან ერთად ყოფნა და მე დარწმუნებული ვარ, სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ის პარტია, რომელიც თავის გადამწყვეტ სიტყვას იტყვის მომავალში, როდესაც ამ ქვეყანაში აუცილებლად განხორციელდება ცვლილებები, შეიცვლება რეჟიმი და ეს მოხდება ძალიან მალე, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ფლაგმანი ამ ცვლილებების.

მიმაჩნია, რომ დღეს ერთ-ერთი მთავარი ბრძოლის ხაზი გადის მედიაზე. ისე, როგორც არასდროს, დღეს თავისუფალ სიტყვას და დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება, ეს კარგად დაგვანახა იმ ბოლო მოვლენებმა, რომლებიც მედიაში ვითარდება. ამიტომ, მე ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, დავბრუნდე მედიაში. ბრძოლის ხაზზე ვრჩები, თუმცა ვიცვლი დისლოკაციის ადგილს. ვიცი, რა იქნება მთავარი შეკითხვა, მაგრამ ამ ეტაპზე მეტ კონკრეტიკას ვერ გავაკეთებ. ძალიან მალე ერთმანეთს ეთერში შევხვდებით“, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

მაისი 27 2022 წაკითხვა 197 ჯერ

მიშას გაუხმა თავი, შენ რომ სწავლა დაგიფინანსა, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანი წითლიძემ იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს პარლამენტის სხდომაზე, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მაისი 27 2022 წაკითხვა 232 ჯერ

მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ავუხსნა, რომ სანქციებთან ერთად, ითხოვდნენ ჩარტერული რეისების გაშვებას, რომელსაც უნდა წაეყვანა „ნაციონალური მოძრაობის" ე.წ მოხალისეები, ეს უნდა გაეკეთებინათ ტელევიზიებში ლაივ-ჩართვებით და ა.შ. – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მაისი 27 2022 წაკითხვა 202 ჯერ

მე ვფიქრობ, რომ ამ მოხსენების შემდეგ, თუ ადამიანი თავიდანვე არ არის უბრალოდ განწყობილი კონფლიქტისთვის და საფუძველ გარეშე ბრალდებების წამოყენება და ცილისწამების გაგრძელება არ სურს, მე უბრალოდ მრჩება კითხვა - კიდევ დამატებით რა უნდა გაეკეთებინა მთავრობა ამ ყველაფრის შემდეგ რაც ჩვენ გავაკეთეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

გვერდი 210 სულ 517
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.