April 26, 2024

უნდა გავხსნათ ყველა კომუნიკაცია - სერგეი შამბა

"რუსეთსა და სომხეთს შორის აფხაზეთის გავლით სარკინიგზო კავშირის შესაძლო გახსნის თემა 10 წლის წინ განიხილებოდა, მაგრამ შეთანხმებას „ქართული მხარის“ პოზიციის გამო ვერ მიაღწიეს", - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ განაცხადა. 

მისი თქმით, ქართული მხარე დაჟინებით მოითხოვდა, რომ აფხაზეთში რკინიგზისთვის უნდა ეწოდებინათ იგივე, რაც საბჭოთა პერიოდში ერქვა.

 

„თუკი ვსაუბრობთ კავკასიაში სამშვიდობო ინიციატივების განვითარებაზე, მაშინ, რა თქმა უნდა, უნდა გავხსნათ ყველა კომუნიკაცია, საჭიროა კომუნიკაცია და ვაჭრობა,“- აღნიშნა შამბამ.

წაკითხვა 476 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.