რუსეთის მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ანატოლი ბიბილოვს უჭერენ

რუსეთის მმართველი პარტია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ანატოლი ბიბილოვს უჭერს. ამის შესახებ რუსეთის სამთავრობო პარტიის გენერალური საბჭოს მდივანმა ანდრეი ტურჩაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთი“ მზად არის მუშაობის ახალი ეტაპისთვის.

 

რუსული მედიის ინფორმაციით, ტურჩაკი ცხინვალში პარტია „ერთიანი ოსეთის“ მე-8 ყრილობას დაესწრო, რომელზეც ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატად ანატოლი ბიბილოვი დაამტკიცეს.

 

ტურჩაკის თქმით, ბიბილოვს გააჩნია აუცილებელი ცოდნა და გამოცდილება „სახელმწიფო აღმშენებლობის“ და რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობის აქტიური განვითარების კუთხით.

 

ტურჩაკმა ბიბილოვზე საუბრისას აღნიშნა, რომ მან შეძლო პასუხისმგებლიან მეთაურად წარმოეჩინა თავი, რომელმაც იცის, როგორ მოაგვაროს ხალხის პრობლემები.

 

რუსეთის მმართველი პარტიის მაღალჩინოსმა აღნიშნა, რომ მომავალ არჩევნებზე მნიშვნელოვანია გაიმარჯვოს არა უბრალოდ ვიღაცის პირადმა ამბიციებმა, არამედ რეგიონის მომავალზე ჭეშმარიტმა ზრუნვამ.

წაკითხვა 328 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.