საწყალი პუტინი, ჯერ მოლაპარაკებებს სთავაზობენ, მერე უკან იხევენ - ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ უკრაინაში, ჯერჯერობით, კონფლიქტია და არა ომი, მაგრამ თუ ის არ შეწყდება, სამ დღეში „ხორცსაკეპ“ მანქანად გადაიქცევა.

 

"ამას არც ახლა დავარქმევდი ომს, ეს არის კონფლიქტი და ერთ-ორ დღეში იქნება ომი, სამ დღეში - „ხორცსაკეპი“, - განაცხადა ლუკაშენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ის ასევე გამოეხმაურა კიევის უარს, რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები მინსკში გამართონ.

„საწყალი პუტინი. ჯერ მოლაპარაკებებს სთავაზობენ, მერე უკან იხევენ. სიმართლე გითხრათ, მეცოდება,“- აღნიშნა ლუკაშენკომ.

მისი მტკიცებით, ვოლოდიმირ ზელენსკი თავის გადაწყვეტილებებში გარე ძალებზეა დამოკიდებული და ისინი მას მოლაპარაკებების უფლებას არ მისცემენ.

წაკითხვა 487 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.