"რუსეთი ცდილობს, რომ, აფხაზეთის გავლით, სომხეთთან სარკინიგზო კავშირი აღადგინოს" - ზახაროვა

რუსეთი ცდილობს, რომ, აფხაზეთის გავლით, სომხეთთან  სარკინიგზო კავშირი აღადგინოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.



„ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ იმ ფართომასშტაბიანი საგზაო რუკის აღსადგენად, რომელიც დასახულია. ეს საგზაო რუკა მოიცავს დოკუმენტებს, რომლებიც ხელმოწერილია სახელმწიფოს მეთაურებისა და ჩვენი ქვეყნების მთავრობების ეგიდით დაქვემდებარებული შესაბამისი კომისიების დონეზე. ყველაფერი კეთდება ყოველდღიურად, რათა ეს მოხდეს“, - განაცხადა ზახაროვამ.

 

მანამდე რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა სერგეი კატირინმა აფხაზეთის ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანზიტის დაწყების აუცილებლობის შესახებ განაცხადა. გარდა ამისა, აღნიშნული თემა ე.წ. რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს სხდომაზეც განიხილეს.

 

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს სარკინიგზო კომუნიკაციის აღდგენის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

წაკითხვა 431 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.