May 2, 2024

ანექსირებული ყირიმის რამდენიმე დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობის ევაკუაციას გეგმავენ

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც სამხედრო პოლიგონი იწვის, 2000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია იგეგმება.

ამის შესახებ ტელეგრამით იუწყება ყირიმის ე.წ. მეთაური სერგეი აქსიონოვი. მისი ინფორმაციით, დროებითი ევაკუაცია შეეხება კიროვის რაიონში მდებარე პოლიგონთან მდებარე 4 დასახლებული პუნქტის მცხოვრებთ.

 

აქსიონოვი კვლავ არ ამბობს, რამ გამოიწვია ხანძარი. ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ცნობით, სავარაუდოდ დრონებით დარტყმის შედეგად პოლიგონზე აფეთქდა საბრძოლო მასალების საწყობი. ხანძრის გამო დაიკეტა საავტომობილო მაგისტრალი „ტავრიდა“.

 

პოლიგონი, სადაც ხანძარია, მდებარეობს ყირიმის აღმოსავლეთ ნაწილში და დიდი მანძილითაა დაშორებული ფრონტის ხაზს. ნახევარკუნძულის ამ ნაწილშია რუსეთთან დამაკავშირებელი ყირიმის ხიდიც, რომელზეც 17 ივლისს დრონებით შეტევა იყო.

 

ყირიმის აღმოსავლეთზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში განხორციელდა 18 ივლისსაც. რუსეთი ამ თავდასხმებს უწოდებს უკრაინის „ტერორისტულ შეტევას“. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო და გენერალური შტაბი ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.

წაკითხვა 256 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.