April 30, 2024

ცხინვალში „საქართველოში ეკონომიკური გზის გახსნის“ იდეა განიხილეს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის წევრმა, ზაზა დრიაევმა ე.წ. საკანონმდებლო ორგანოს სხდომაზე გააჟღერა ინიციატივა „საქართველოში ეკონომიკური გზის გახსნის“ შესახებ, - ინფორმაციას გამოცემა „ეხო-კავკაზა“ ე.წ. პარლამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ე.წ. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დრიაევმა იმედი გამოთქვა, რომ მისი კოლეგები მხარს დაუჭერენ მის პოზიციას გზის გახსნასთან დაკავშირებით.

 

ამასთან, სხდომაზე ე.წ. „დეპუტატმა“ აცამაზ კასაევმა დასვა საკითხი რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს მრგვალ მაგიდასთან დაკავშირებით, რომელიც, მისი თქმით, ცოტა ხნის წინ ვლადიკავკაზში გაიმართა და რომელზედაც გაჟღერდა ინიციატივა რუსეთსა და საქართველოს შორის ცხინვალის გავლით ტრანზიტის გახსნის შესახებ. კასაევმა აღნიშნა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოფიციალურ პირებს ამ საკითხზე რეაგირება არ მოუხდენიათ.

 

ე.წ. „პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის“ პეტრე გასიევის განცხადებით, გზის გახსნის წინადადება „კერძო ინიციატივაა“.

 

„ეს არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია და რაც უნდათ შეუძლიათ თქვან და მიიწვევენ თუ არა ვინმეს, ეს მათი საქმეა. მაგრამ ისინი რომ სახელმწიფოების წარმომადგენლები ყოფილიყვნენ, მაშინ, რა თქმა უნდა, საჭირო იყო შესაბამისი რეაგირება და იქ წასვლა“, - განაცხადა გასიევმა.

წაკითხვა 181 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.