რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად „ანტიტერორისტულ წვრთნებს“ ჩაატარებს

რუსეთის, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები 10 თებერვალს რიწის ტბაზე „ანტიტერორისტულ წვრთნებს“ გამართავენ. ინფორმაციას რუსული მედია აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელზე, რობერტ კიუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რიწაზე ანტიტერორისტული წვრთნები ჩატარდება და მასში მონაწილეობას აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე, რუსეთის გვარდიის და რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის შსს-ს თანამშრომლები მიიღებენ. გამოყენებული იქნება მძიმე ტექნიკა და კატარღები, იმუშავებენ მყვინთავები“, - განაცხადა კიუტმა.

 

მისი თქმით, წვრთნების დროს, რომელიც ერთ დღეს გაგრძელდება, იგეგმება ტერორისტული ჯგუფის შეჭრის შემთხვევაში მოქმედებების პრაქტიკა.

წაკითხვა 179 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.