April 26, 2024

ივანიშვილს 9 აპრილზე საუბრის უფლება არ აქვს, ის აფინანსებდა გენერალ ლებედს - გიორგი კაპანაძე

ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს, რომელსაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე 1989 წლის 9 აპრილს უძღვნის, ანალიტიკოსები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები ეხმაურებიან.

ისინი თვლიან, რომ ეროვნული მოძრაობის მიმართ ივანიშვილის სენტიმენტები თვალთმაქცობაა და ის ამ როლს შუალედური არჩევნების წინ მიზანმიმართულად ირგებს.

ონლაინგამოცემა „presa.ge”-ს რედაქტორი ამბობს, რომ ივანიშვილი იყო ის ადამიანი, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიის მთავარ მოქმედ პირს გენერალ ალექსანდრ ლებედის აფინანსებდა.

გიორგი კაპანაძემ ივანიშვილის ის ინტერვიუები მოიძია, რომელიც მმართველი პარტიის თავმჯდომარეს რუსულ გამოცემა „ვედომოსტისთვის“ აქვს მიცემული, სადაც ის მხარს ღიად უჭერს გენერალ ლებედის. მისი თქმით, ივანიშვილი აფინანსებდა გენერალ ლებედს გუბერანატორობის დროს და ცდილობდა ელცინთან ერთად ის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართულიყო. გენერალი ლებედი კი თავის მხრივ იყო პირი, რომელიც არ მალავდა საკუთარ შოვინისტურ დამოკიდებულებას საქართველოსთან მიმართებით.

„ივანიშვილი აფინანსებდა რუს გენერალს ალექსანდრ ლებედის,რომელიც იყო 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის მთავარი ორგანიზატორი გენერალ როდიონოვთან ერთად. ივანიშვილი აფინანსებდა იმ ადამიანებს, რომლებმაც და რომლის ორგანიზებითაც ქართველი გოგო-ბიჭები მოწამლული ნიჩბებით აჩეხეს.  ივანიშვილი ამაყობდა იმით, რომ ლებედი დააფინანსა და გარკვეული როლი შეიტანა მის კარიერულ წინსვლაში. არანაირი მორალური უფლება ამ ადამიანს არ აქვს, რომ ისაუბროს 9 აპრილზე, ახლა პასტას რომ ვერ აგდებს ხელიდან

"უნდა ვიცოდეთ, რომ ივანიშვილი იყო როდიონოვის, ალექსანდრე ლებედის იდეოლოგი და დამფინანსებელი. ეს მეტყველებს ფარისევლობაზე, მეტყველებს ივანიშვილის ფარისევლობაზე და იმაზე,რომ მას ეშინია ძალაუფლების დაკარგვის, უცებ გახდა ზვიადისტი, ხიბულაში აღმოჩნდა, ხელისუფლებაში მოსვლიდან შვიდი წლის შემდეგ და ზუგდიდის მერის არჩევნების წინ,“-ამბობს გიორგი კაპანაძე.

http://rustavi2.ge

წაკითხვა 854 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.