April 27, 2024

აფხაზეთში ოპოზიციამ საგზაო-საპატრულო სამსახურის პოსტების ბლოკირება მოახდინა

აფხაზეთში ოპოზიცია საგზაო-საპატრულო სამსახურის პოსტებს ბლოკავს, - ამის შესახებ “რია ნოვოსტის” თვითაღიარებული რესპუბლიკის დე ფაქტო შსს-ს ხელმძღვანელმა გარი არშბამ განუცხადა.

გუშინ ოპოზიციამ სოხუმში, ე. წ. პარლამენტის შენობასთან დაუმორჩილებლობის უვადო აქცია გამოაცხადა, დღეს კი მომიტინგეებმა განაცხადეს, რომ მალე საპროტესტო მოძრაობა მთელ აფხაზეთს მოედება.

 

ე.წ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, ბლოკირებულია ბზიფისა და ტამიშის ე.წ გამშვები პუნქტები გაგრისა და ოჩამჩირის რაიონებში.

 

შეგახსენებთ, ოპოზიციამ უვადო აქცია მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ე. წ. პარლამენტმა გადაწყვიტა, არ გადაევადებინა ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები, მიუხედავად ე.წ კანდიდატ ასლან ბჟანიას გარშემო შექმნილი სიტუაციისა. ასლან ბჟანია ოპოზიციის წარმომადგენელია. 18 აპრილს იგი მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოათავსეს მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში. მისი თანამოაზრეები ირწმუნებიან, რომ მათი ლიდერი მოწამლეს. მათი მონაცემებით, ბჟანიას სისხლში ვერცხლისწყლის ჭარბი დონე უფიქსირდება. ამასთან დაკავშირებით ოპოზიცია არჩევნების საშემოდგომოდ გადატანას ითხოვდა, თუმცა უარი მიიღო.

წაკითხვა 1116 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.