April 26, 2024

"დიდხანს ელოდა საქართველო ცხინვალში კორონავირუსის დადასტურებას, ერთ რაზმად შეიკრიბა ყველა, „ნაცი“ და „მეოცნებე“, გაერთიანებული ბოღმაში!"

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი მედოევის თქმით, მათი „მეზობელი საქართველო“ დიდხანს ელოდა როდის დაფიქსირდებოდა ცხინვალში კორონავირუსის შემთხვევა და ეს დღეც დადგა.

„როგორ დიდხანს ელოდნენ ისინი ამას და აი, როგორც იქნა მიიღეს საშუალება ბოღმის ამოფრქვევის. ეს ეხება ადგილობრივ „სამოქალაქო აქტივისტებსაც“, რომლებიც საკუთარ პატრონებთან უნისონში მღერიან. ზღვარს ცდება ის ცინიზმი და სიძულვილი, რომლითაც ქართული მედიასაშუალებები ინფორმაციას ავრცელებენ - გამოჩნდა საერთო თემა ოფიციოზისა და ოპოზიციისთვის, ერთ რამზად შეიკრიბა ყველა: „ნაცები“ და „მეოცნებენი“, მემარჯვენეები და მემარცხენეები, ლურჯები და ყავისფრები. აი, ესაა რეალური და ერთიანი საქართველო, გაერთიანებული ბოღმაში! ხელები შორს, საკუთარ პრობლემებს მიხედეთ ბატონებო“,-განაცხადა ე.წ. მინისტრმა.

 

ცნობისთვის, ბოლო ორი დღის მანძილზე ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსი 11 პირს დაუდგინდა. 7 მათგანი რუსული უნივერსიტეტის სამხედრო კურსანტია.

 
 
 
წაკითხვა 574 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.