"სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყველა ქმედება პოლიტიზირებულია, ის სამხრეთ ოსეთს საქართველოს ნაწილად განიხილავს"

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყველა ქმედება პოლიტიზირებულია, ის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას საქართველოს ნაწილად განიხილავს, რაც აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული მიდგომაა, - ამის შესახებ ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა გაზეთ „სამხრეთ ოსეთთან“ ინტერვიუში განაცხადა.

"რატომ არ ვურთიერთობთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან? რადგანაც მისი ყველა ქმედება მკაცრად არის პოლიტიზირებული. მათ არ სურთ, გააცნობიერონ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისა და სამშვიდობოების მიმართ ჩადენილი დანაშაულების ხასიათი და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიას საქართველოს შემადგენლობაში განიხილავენ. ეს არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული მიდგომა“, - აღნიშნა ბიბილოვმა.

 

მისივე თქმით, რუსეთსა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთში“ მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა იმისთვის, რომ საქართველომ და პირადად მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობისა და „სამშვიდობოების“ მიმართ ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხი აგონ.

 

ცნობისათვის, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დღეს ე.წ. „სამშვიდობოების“ დღეს აღნიშნავენ.

წაკითხვა 578 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.