April 27, 2024

"ეს სომხური ფაშიზმის კიდევ ერთი გამოვლინებაა" - ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და შეიარაღებული ძალების უმაღლესმა სარდალმა, ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე მომხდარ შეტაკებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და საზოგადოებას მიმართა.

ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანი სომხეთის ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებს. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს სომხეთში სამხედრო სამიზნეები არ აქვს. პრეზიდენტის მიმართვას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

 

"ბოლო დროს სომხეთის სამხედრო პროვოკაციები აზერბაიჯანის წინააღმდეგ რეგულარული გახდა. ივლისში, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან ტოვუზის მიმართულებით განხორციელებული სროლის დროს ჩვენი სამხედროები და სამოქალაქო პირი მოკლეს. პირველი ცეცხლი, სწორედ სომხებმა გახსნეს და პირველი გარდაცვლილები აზერბაიჯანელი სამხედროები იყვნენ.

 

აზერბაიჯანმა ღირსეულად უპასუხა მტრის შემოტევას...

 

კვირას დილით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პოზიციების დაბომბვა... ეს არის სომხეთის კიდევ ერთი სამხედრო პროვოკაცია. აზერბაიჯანი სომხეთის მოქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებს...

 

ეს სომხური ფაშიზმის კიდევ ერთი გამოვლინებაა", - განაცხადა ალიევმა. 

წაკითხვა 474 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.