რას იწვევს "ზარინი" - გიგა ინაშვილი მარიუპოლში გამოყენებულ მომწამვლელ ნივთიერებაზე

უკრაინის ქალაქ მარიუპოლში რუსმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინელი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უცნობი მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენა, რომელიც მტრის უპილოტო საფრენი აპარატიდან ჩამოაგდეს.

„მარიუპოლში დრონიდან მომწამვლელი ნივთიერება ჩამოაგდეს. დაშავებულებს სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებათ“ , - ნათქვამია „აზოვის“ ბატალიონის „ტელეგრამ“ არხზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

როგორც უკრაინული მედია წერს, InformNapalm-ი იუწყება, რომ შესაძლოა ადგილზე "ზარინი" გამოიყენეს, რომელიც ქიმიური იარაღია.

 

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში სამხედრო ექსპერტი გიგა ინაშვილი ეხმაურება:

 

"ზარინი" — უფერო, უსუნო სითხე  ქიმიური ფორმულით C4H10FO2P. "ზარინი" ნერვული აგენტების რიცხვშია, რის გამოც მას ქიმიურ იარაღად იყენებენ. ის მასობრივი განადგურების იარაღთა სიაშია. 1997 წელს ქიმიური იარაღის კონვენციით "ზარინის" წარმოება და დასაწყობება აიკრძალა და ის ქიმიური იარაღის I კატეგორიაში მოხვდა. 

 

სხვა ნერვული აგენტების მსგავსად,  "ზარინი" უტევს ნერვულ სისტემას და კუნთების დამბლას იწვევს. სიკვდილის მთავარი მიზეზი ასფიქსია ხდება, რადგან სუნთქვაში მონაწილე კუნთები ითიშება.

 

"ზარინით" გამოწვეული პირველი სიმპტომები არის სურდო და გულ-მკერდის არეში შებოჭილობა. ამის შემდეგ, მოწამლულს ეწყება გულისრევა, სუნთქვის უკმარისობა და ნერწყვდენა. მოგვიანებით ადამიანი მთლიანად კარგავს კონტროლს საკუთარ სხეულზე, რაც კრუნჩხვაში გადაიზრდება. საბოლოოდ, მსხვერპლი ვარდება კომაში და კრუნჩხვით სპაზმებთან ერთად სუნთქვაც უჩერდება.

 

სუფთა სახის "ზარინი" ციანიდზე 26-ჯერ მეტად სასიკვდილოა.

 

პირველადი ინფორმაციით მარიუპოლში სწორედ "ზარინი" გამოიყენეს," - წერს გიგა ინაშვილი.

 

ცნობისთვის, ქიმიური იარაღის წარმოება და გამოყენება გაეროს ფარგლებში არსებული „ქიმიური იარაღის კონვენციის“ საერთაშორისო ხელშეკრულებით აკრძალულია. შეთანხმებას, ხელს რუსეთის ფედერაციაც აწერს.

 

წაკითხვა 409 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.