May 2, 2024

შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ 3 სრულწლოვანს 16-16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მცხეთის სასამართლომ შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულები გაამტყუნა. 

პროკურატურამ ისინი დამნაშავედ სცნო ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ძალადობის, ასევე გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეში. 

 

სასამართლოს გადაწყვეტილებით: 

არჩილ გაგნიძეს მიესაჯა 16-წლიანი პატიმრობა. 

ნიკოლოზ რევაზიშვილი - 16-წლიანი პატიმრობა. 

ვახტანგ ჩიქოვანი - 16-წლიანი პატიმრობა. 

მოსამართლემ გაამტყუნა არასრულწლოვნები ზ.ხ და ა.ქ. 

რამდენ წელს გაატარებენ ისინი პატიმრობაში, სასამართლო 16 მარტს გამოაცხადეს. 

 

პროკურატურის ვერსიით, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი სწორედ ხუთმა ადამიანმა მდინარე არაგვში გადააგდო, რის შედეგადაც, ის გარდაიცვალა.

 

19 წლის ფეხბურთელის ცხედარი 2020 წლის 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, მათგან 6 - არასრულწლოვანი. 

წაკითხვა 428 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.