გოგი წულაიას პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგი წუალიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

სხდომაზე ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე აღკვეთის გარეშე დატოვებას და 5 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

 

მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. მისი განცხადებით, სახეზე შესაძლოა, სქესობრივი დანაშაულის ნიშნები ყოფილიყო, რის გამოც სხდომა დახურულ რეჟიმში უნდა წარმართულიყო.

 

გოგი წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარედგინა, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. ბრალდება 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

წაკითხვა 403 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.