April 26, 2024

4 პირი გვყავს, ვინც მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვაქცინაციამდე იცოდა - ადვოკატი

4 პირი გვყავს, ვინც მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვაქცინაციამდე იცოდა და იცის, თუ რა დახმარება გაეწია ვაქცინაციის შემდგომ, ისინი ამას საგანგაშოდ მიიჩნევენ, - ამის შესახებ გარდაცვლილი 27 წლის ექთნის მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა ნინო ამაღლობელმა მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული პირები ოჯახის წევრები არ არიან.

 

„ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი მინდა გავაჟღერო. ჩვენ 4 პირი გვყავს, ვინც იცის და იცოდა მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვაქცინაციამდე და იცის, თუ რა დახმარება გაეწია ვაქცინაციის შემდგომ და ისინი ამას საგანგაშოდ მიიჩნევენ. მინდა აგრეთვე გაგიმხილოთ, რომ ეს პირები არ არიან ოჯახის წევრები და აბსოლუტურად ობიექტური პირები არიან. უახლოეს შემჭიდროებულ ვადებში პროკურატურას შუამდგომლობით მივმართავთ, ყველა ამ პირის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციით, რომ ეს პირები გამოკითხული იყვნენ“, - განცხადა ნინო ამაღლობელმა.

 

გარდაცვლილი ექთნის ოჯახის კიდევ ერთი ადვოკატის, ვახტანგ ბარამაშვილის განცხადებით, მეგი ბაქრაძის სამედიცინო ისტორიის ნაწილი ძალიან ზოგადია.

 

„სამედიცინო ისტორიის ის ნაწილი, რაც ჩვენ გვაქვს, ძალიან ზოგადია და თითოეული ვერსიის განვითარების საშუალებას იძლევა. გარდაცვალების პირველი ვერსია ეს არის, ანაფილაქსიით გამოწვეული შოკი, მეორე ვერსია, რომელიც პროფესიონალების მხრიდანაც გავრცელდა ესაა ფილტვის თრომბოემბოლია, მესამე ვერსით კი, მეგის ფილტვების ორმხრივი მინისებრი დაჩრდილვა​", - განცხადა ადვოკატმა.

 

ცნობისთვის, 27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

 

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

წაკითხვა 489 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.