May 17, 2024

მეტროში პოლიციელის მიერ ნაცემი შშმ პირის მამა აცხადებს, რომ მის შვილს დაზიანებები აქვს

მეტროში პოლიციელის მიერ ნაცემი შშმ პირის მამა აცხადებს, რომ მის შვილს დაზიანებები თვალის არეში აქვს. როგორც ის აღნიშნავს, მისი შვილი ახლა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადაყვანილი, რათა მისთვის მიყენებული დაზიანებები შეფასდეს.

„ჩემი შვილი მეგობრებთან ერთად ჩადიოდა „ისნის" მეტროში, პოლიცია რომ მიუახლოვდა, მისი მეგობრები გაიქცნენ, ამას ხელი გადაუგრიხეს და განყოფილებაში გადაიყვანეს, იქაც ცემდნენ. ბავშვი სახლში ღამე, 12:00 საათზე მოვიდა, ვნახე, რომ ნაცემი იყო და თვალი დასიებული, დალურჯებული ჰქონდა. დღეს პოლიციამ ექსპერტიზაზე წაიყვანა, დანარჩენი ვნახოთ, როგორ იქნება.

 

ამბობს, მეტროში ჩავედით, ტელეფონით ვიდეობს ვიღებდით, არაფერი დაგვიშავებია, არაფერს ვამტვრევდითო. არაფრის გამო დამიჭირა პოლიციამ, მეგობრები გაიქცნენ, მე შემიყვანეს და მცემესო.

 

სკოლაში არ დადის, მისი მეგობარი „ვაგზალზე“ ქირით ცხოვრობს და მასთან ცხოვრობს, სახლში კვირაში ორჯერ მოდიოდა, ეს ამბავი რომ მოხდა, სახლში მოვიდა",- აცხადებს არასრულწლოვნის მამა.

 

ცნობისთვის, მეტროში შშმ პირზე ძალადობის საქმეზე ორი პოლიციელი, ნუკრი ბაქრაძე და კახა ბაკაშვილი დააკავეს.

 

ნუკრი ბაქრაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ჩადენილს მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ; ხოლო, ფაქტის შემსწრე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეორე თანამშრომელს - კახა ბაკაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

წაკითხვა 300 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.