May 17, 2024

ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე პოლიციამ 32 წლის მამაკაცი დააკავა

ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე პოლიციამ 32 წლის მამაკაცი დააკავა. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებულმა ერთ-ერთ აფთიაქში იარაღის მუქარით ფარმაცევტებს 300 ლარამდე თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გ.თ. ქუთაისში დააკავეს. მას ბრალად ყაჩაღობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება ედება. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30 იანვარს, ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში პისტოლეტის მუქარით ფარმაცევტებს დაახლოებით 300 ლარის ოდენობის თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა თავდამსხმელი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი და ყაჩაღური გზით დაუფლებული თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს" - ნათქვამია ინფორმაციაში.

წაკითხვა 312 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.