May 3, 2024

"მთავარია ბავშვი გადარჩეს, ჩემ თავზე არ ვფიქრობ, დამნაშავე ვარ, პატიმრობა მეკუთვნის" - შარტავას ქუჩაზე ავარიის საქმეზე ბრალდებული

"ბავშვის დახმარება შემიძლია რამით? მთავარია ჩემთვის ეს ბავშვი გადარჩეს და მას ჰქონდეს ყველაფერი კარგად, ჩემს თავზე არ ვფიქრობ, დამნაშავე ვარ, როგორც დამნაშავე პატიმრობა მეკუთვნის", - ამის შესახებ შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად, არასრულწლოვნის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულმა დავით ჯალაღონიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

 

როგორც ცნობილია, ბრალდების მხარე საქართველოს პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.

 

სასამართლო სხდომა საქალაქო სასამართლოში რამდენიმე ცოტა ხნის წინ დაიწყო.

 

ცნობისთვის, თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ავტომობილი 8 წლის ბიჭს დაეჯახა.

 

ავტომობილის მძღოლს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარედგინა (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია).

 

დაშავებული რვა წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა. როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დაშავებულს რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

წაკითხვა 313 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 01 2022

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.