May 2, 2024

ბორჯომში ბოლო ზარი მსხვერპლით დასრულდა

ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 წლის ახალგაზრდა დაიღუპა და სამი დაშავდა.

შემთხვევა „მწვანე მონასტრის“ მიმდებარე ტერიტორიასთან მოხდა. ახალგაზრდები ე.წ. ბოლო ზარს აღნიშნავდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა, რომელთაგან ერთი მდინარე მტკვარში გადავარდა.

 

თვითმხილველების თქმით მაღალი სიჩქარით მომავალი ორი მანქანის შეჯახების შემდეგ ერთი მდინარეში გადავარდა. მანქანაში ბორჯომის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეები ისხდნენ. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ერთი მოსწავლე გარდაცვლილი დახვდა, სამი კი დაშავებული.

 

ერთი მათგანი მრავლობითი დაზიანებებით ბორჯომის კლინიკა “ჯეო ჰოსპიტალშია” გადაყვანილი. დაშავებულთაგან ერთი გოგონა და ორი ბიჭია.

 

ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტლის“ ხელმძღვანელმა ირაკლი დიასამიძემ განაცხადა, რომ კლინიკაში ერთი პაციენტია შეყვანილი.

 

“დაახლოებით ნახევარი საათის წინ შემოიყვანეს დაშავებული გოგონა, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უტარდება კვლევები” – აღნიშნა დიასამიძემ.

წაკითხვა 314 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 20 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.