May 2, 2024

''თუ რუსეთი გააგრძელებს დრონების დაკარგვას ამჟამინდელი ტემპით, მათი დაზვერვის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაუარესდება'' - ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთ-უკრაინის ომში უპილოტო საფრენი აპარატები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ორივე მხარისთვის, თუმცა მათ დანაკარგების მაღალი მაჩვენებელი განიცადეს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთი ცდილობს სირიაში გამოყენებული „დაზვერვითი დარტყმის“ კონცეფციის განხორციელებას - დრონებს საბრძოლო თვითმფრინავების ან არტილერიის დარტყმის სამიზნეების იდენტიფიცირებისთვის იყენებს.

“რუსეთი, სავარაუდოდ, განიცდის შესაბამისი სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების დეფიციტს ამ ამოცანის შესრულებისთვის, რაც გააუარესა სანქციების შედეგად გამოწვეულმა შიდა წარმოების შესაძლებლობების შეზღუდვამ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე განმარტებით, პილოტირებული რუსული თვითმფრინავები ძირითადად თავს არიდებენ მისიებს უკრაინის საჰაერო სივრცეში, სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემებისგან მოსალოდნელი საფრთხის გამო.

„თუ რუსეთი გააგრძელებს დრონების დაკარგვას ამჟამინდელი ტემპით, რუსული ძალების დაზვერვისა და რეკოგნოსცირების შესაძლებლობები კიდევ უფრო გაუარსდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

წაკითხვა 266 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 21 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.