May 2, 2024

ბათუმში რუსეთის მოქალაქე სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა

რუსეთის მოქალაქე, რომელმაც ბათუმში ერთ-ერთ სათარჯიმნო ბიუროს თანამშრომელს ხელი დაარტყა და უკრაინის დროშა ჩამოხია, სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა. შემთხვევა 19 მაისს მოხდა.

საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ განიხილა. მან რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს პატივისცემისკენ მოუწოდა.

სათარჯიმნო ბიუროს თანამშრომლი “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას ყვება, რომ 19 მაისს მათ ოფისში მომსახურების მიზნით რუსეთის მოქალაქეები მივიდნენ, ოფისში გაკრული უკრაინის დროშა ჩამოხიეს და თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

სათარჯიმნო ბიუროს თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ რუსეთის მოქალაქეებს მიუთითეს კერძო საკუთრებაში იყვნენ და სხვის ქონებას აზიანებდნენ, რის შემდეგაც რუსეთის მოქალაქე სათარჯიმნო ბიუროს თანამშრომელს ხელით შეეხო. მომხდარის გამო, სათარჯიმნო ბიუროს თანამშრომლებმა სამართალდამცავები გამოიძახეს.

წაკითხვა 256 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.