May 2, 2024

"აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციისადმი დაუმსახურებელი, შეურაცხმყოფელი გამოთქმები, რასაც სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები ხშირად იმეორებენ"

უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, სწორად დაგეგმილი რეფორმებით, თანმიმდევრული ნაბიჯებით, ჩვენი სიმტკიცით და თქვენი მაღალი პროფესიონალიზმით მიაღწია შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმას, რომ ქართული პოლიცია საერთაშორისო საპოლიციო საქმიანობაშიც აქტიურად იღებს მონაწილეობას და ამაყად წარმოადგენს ქართულ პოლიციას, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ქართული პოლიცია აღარ არის პოლიტიზებული, პოლიცია თანაბრად იცავს ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს.

 

„დღევანდელ დღეს არ შემიძლია ძალიან მოკლედ არ შევეხო იმ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომლებიც თქვენს სამინისტროში, თქვენს დიდ ოჯახში მიმდინარეობს. მათ განხორციელებაში, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაში, ასევე ტექნიკურ აღჭურვაში ჩვენ მხარს აქტიურად  გვიჭერდნენ და დღესაც გვიჭერენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები. მინდა, კიდევ ერთხელ, მათ მადლობა გადავუხადოთ ამისთვის. სწორედ უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, სწორად დაგეგმილი რეფორმებით, თანმიმდევრული ნაბიჯებით, ჩვენი სიმტკიცით და თქვენი მაღალი პროფესიონალიზმით მიაღწია შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმას, რომ ქართული პოლიცია საერთაშორისო საპოლიციო საქმიანობაშიც აქტიურად იღებს მონაწილეობას და ამაყად წარმოადგენს ქართულ პოლიციას.

 

ჩემო ძვირფასო პოლიციელებო, ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები ვამაყობთ ქართული პოლიციით, გვეიმედება შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებული თითოეული ადამიანი. კიდევ ერთხელ, მადლობა სამსახურისთვის.

 

ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენ შევძელით პოლიციის ტრანსფორმაცია. ქართული პოლიცია აღარ არის პოლიტიზებული. პოლიცია თანაბრად იცავს ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს" , - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციისადმი დაუმსახურებელი, შეურაცხმყოფელი გამოთქმები, რასაც სამწუხაროდ,  ოპონენტები ხშირად იმეორებენ.

 

„რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს შეგუებული, არავითარი კომპრომისი ჩვენ არ უნდა დავუშვათ, არც ერთი ასეთი  ფაქტი არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე. პოლიციელი უნდა იყოს ხელშეუხებელი და რა თქმა უნდა, მე არ მაქვს საუბარი ცალკეულ გადაცდომებზე, რომლებზეც სამინისტრო შესაბამისად რეაგირებს, მაგრამ მიუღებელია და კატეგორიულად ვგმობ ნებისმიერ მცდელობას, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ თქვენს საამაყო საქმიანობას, თქვენს პროფესიას. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ თითოეული ასეთი ქმედება იქნება დასჯილი და ჩვენ არც ერთ კომპრომისს არ დავუშვებთ", -  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

წაკითხვა 247 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.