May 2, 2024

"იცით, რომ სააკაშვილი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა, შემოსვლისთანავე გვაქვს მასთან კვებაზე საუბარი"

იცით, რომ მიხეილ სააკაშვილი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა, უნდა გაგრძელებულიყო სრულფასოვანი კვება. შემოსვლისთანავე გვაქვს მასთან კვებასთან დაკავშირებით საუბარი - ნაზოგასტრალური ზონდი გამოიყენება პაციენტთან შეთანხმებით და არა იძულებითი წესით,- ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ზურაბ ჩხაიძე ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტავს, ნაზოგასტრალური ზონდი იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ ადამიანს საკვების მიღებისას ღებინების შეგრძნება აქვს.

 

„შემოსვლიდანვე, ყოველდღიურად გვაქვს პაციენტთან კვებასთან დაკავშირებით საუბარი. იცით, რომ პაციენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა, ეს აისახა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. შემდეგში უნდა გაგრძელებულიყო სრულფასოვანი კვება. ამის შესახებ ყოველდღე გვაქვს პაციენტთან საუბარი. რაც შეეხება ზონდით კვებას, რაც იკითხეთ, აქ იძულებით კვებაზე არ არის საუბარი, თუ ადამიანს, ნებისმიერ პაციენტს აქვს ღებინების შეგრძნება საკვების მიღებისას, ამ შემთხვევაში გამოიყენება ნაზოგასტრალური ზონდი პაციენტთან შეთანხმებით და არა იძულებითი წესით!“, - აღნიშნავს ჩხაიძე.

წაკითხვა 397 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.