May 2, 2024

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 14 დეკემბრამდე გადაიდო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, სხდომა 14 დეკემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

დღევანდელ სხდომაზე ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატებმა სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის შუამდგომლობა დააყენეს.

 

როგორც შალვა ხაჭაპურიძემ განმარტა, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ყოფილმა პრეზიდენტმა სხდომაზე გამოცხადება ვერ შეძლო, მისი ჩართვა დისტანციურად უმდა განეხორციელებინათ. სწორედ ამ მიზეზით, აღნიშნულის ტექნიკურად უზრუნველყოფისთვის და ასევე იმის გამო, რომ მოსამართლეს საქმის მასალების გასაცნობად დრო სჭირდებოდა, სხდომა გადადო.

 

დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ სახალხო დამცველის მოსაზრებაც და ასევე, დამატებითი დოკუმენტები მიიღო, რის გაცნობასაც, მისი განცხადებით, დრო სჭირდება.

წაკითხვა 261 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.