"უკრაინაში რომ ვყოფილიყავი, პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით ვიქნებოდი, მუდმივად წინა ხაზზე ვივლიდი"

ახლა უკრაინაში რომ ვყოფილიყავი, პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით ვიქნებოდი. ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა “უკრაინსკაია პრავდასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომელიც 30 დეკემბერს გამოქვეყნდება.

გამოცემამ სააკაშვილს ჰკითხაა, თუ რას გააკეთებდა იგი უკრაინიდან საქართველოში რომ არ წასულიყო და 2022 წლის თებერვლის რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს კიევში ყოფილიყო.

 

“პირველ რიგში, პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით ვიქნებოდი, რომელსაც ჩერჩილის შემდეგ პერიოდში ყველაზე გამორჩეულ სახელმწიფო მოღვაწედ მივიჩნევ. მასთან შედარებით, რეიგანი და ტეტჩერი გვერდზე ნერვიულად ეწევიან. ამავდროულად მთელ სამყაროს მოვივლიდი ჩემი მრავალრიცხოვანი კავშირების უკრაინისთვის დახმარების მობილიზებისთვის გამოსაყენებლად.

ასევე, მუდმივად წინა ხაზზე ვივლიდი, დავეხმარებოდი უკრაინელ და ქართველ მებრძოლებს. ცოტა ხნის წინ ქართველმა მებრძოლებმა კოლექტიური მიმართვა ჩაწერეს, რომელშიც დაბადების დღე მომილოცეს, თუმცა ერთი მომენტითაც არ ვივიწყებ იმ ფაქტს, რომ უკვე 35-მა მათგანმა ომში თავი დადო, მათ შორის შვიდმა ბახმუტის ფრონტზე. და ბევრი ჩემი უკრაინელი მეგობარი გარდაიცვალა და დაიჭრა…

მე თავად 100%-ით უკრაინელად ვგრძნობ თავს და ასე არასდროს არ მიამაყია ამით”, - თქვა სააკაშვილმა.

წაკითხვა 188 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.