"სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, სერიოზული ჩარევები სჭირდება"

კიდევ უფრო მეტად გამოიხატა კახექსიის მდგომარეობა და სისუსტე - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, სერიოზული ჩარევები სჭირდება, რათა მისი სიცოცხლე გადარჩეს, - ამის შესახებ ომბუდსმენის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა, თენგიზ წულაძემ „ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, მიხეილ სააკაშვილს გადაადგილებისას, დაცემის მაღალი რისკი აქვს.

 

"წონა მეტად დაკლებულია, 63 კილოგრამია. კიდევ უფრო მეტად გამოიხატა კახექსიის მდგომარეობა და სისუსტე. მისი მდგომარეობა მძიმეა, სერიოზული ჩარევები სჭირდება, რათა მისი სიცოცხლე გადარჩეს. ვეღარ იტყვი, როდის, რა სისწრაფით დამძიმდება პაციენტი. პროგნოზირება ძალიან ძნელია. კომბინირებული და რთულად სამართავი პაციენტია. გადაადგილება შეუძლია, რამდენიმე მეტრს გაივლის. ეს არ არის ის, რაც ჩვეულებრივ ადამიანს შეუძლია. გადაადგილებისას, სავარაუდოდ, დაცემის მაღალი რისკი აქვს. მისი წამოდგომა და გადაადგილება რისკთან არის დაკავშირებული მაშინაც კი, როდესაც პალატიდან საპირფარეშოში შესვლას დააპირებს.

 

არაერთხელ ვთქვით, რომ მგონი "ვივამედის" კლინიკაც ამ აზრზეა ახლა, რომ მისი მკურნალობა აღარ უნდა გაგრძელდეს ამ კლინიკაში. ჩვენი აზრია, რომ საზღვარგარეთ უნდა წავიდეს და იქ უმკურნალონ, ესენი ფიქრობენ, რომ გაათავისუფლონ. ისინი საუბრობენ, რომ სჯობს, სხვაგან გაგრძელდეს მისი მკურნალობა, ან სხვა ტიპით“,- აღნიშნავს წულაძე.

წაკითხვა 624 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 02 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.